10:36 31-12-2016
ფაჩულია და "გოლდენ სტეიტი" 2017 წელს მოგებითა და ლიდერობით ხვდებიან [VIDEO]
AutoSharing Option
ოკლენდელებს თბილისის დროით, 31 დეკემბერს, გამთენიისას გამართულ შეხვედრაში ქართველი ცენტრის უწინდელი გუნდის დამარცხება არ გასჭირვებიათ. მართალია, საბოლოოდ 9-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, თუმცა ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 22 ქულით იგებდნენ და შეხვედრის ბედიც გარკვეული იყო.
ფაჩულია ყოფილ თანაგუნდელებთან მატჩში ტრადიციულად სასტარტო ხუთელში იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ზაზას ძირითადად დირკ ნოვიცკის მეურვეობა უწევდა, რომელმაც მოედანზე ყოფნის 23 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. რაც შეეხება ქართველი ცენტრის მონაგარს, ზაზამ 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 5 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა.
ოკლენდელებს 29 ქულით კლეი ტომპსონმა ულიდერა, კევინ დიურანტმა კი სამმაგი დუბლი - 19 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი მიითვალა. რაც შეეხებათ დალასელებს, მათ ყოფილმა გოლდენსტეიტელმა ჰარისონ ბარნსმა 25 ქულით ულიდერა.
29 მოგებითა და 5 მარცხით "გოლდენ სტეიტი" 2017 წელს ლიგის ლიდერობით ხვდება. მომდევნო მატჩს ოკლენდელები 3 იანვარს, შინ "დენვერთან" გამართავენ.
წყარო: gbf.ge
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
თორემ, რაც ჩანს საკმაოდ მძიმე საყურებელია: არა დრიბლინგი და გასვლა; არა საშუალო სროლები, სამიანი საერთოდ არც უსვრია მგონი გოლდენ სტეიტში, დაფრებების და მოხსნების ცუდი სტატისტიკა, ჩატენვებისაგან თავის არიდება, სასროლი სიტუაციიდან სროლაზე თავის შეკავება,