NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგები ცნობილია: ზაზა ფაჩულია მეორეზეა!

AutoSharing Option
გამოქვეყნდა NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის ხმების საშუალედო შედეგები, რომლის მიხედვითაც ზაზა ფაჩულია თავის კატეგორიაში მე-2 ადგილზეა!

- გამოკითხვა იწყება. #NBAVOTE Zaza Pachulia - იხილეთ ხმის მიცემის დეტალები

დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის ზაზა ფაჩულიას 439 675 ხმა აქვს. წინ მხოლოდ მისი თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტიდან" კევინ დურანტია - 541 ათასი ხმა. მე-3 ადგილზეა კავაი ლეონარდია (სან ანტონიო) - 341 ათასი ხმა.

დასავლეთში მცველებს შორის სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი) ლიდერობს 523 ათასი ხმით, მეორე ადგილზე კი ჯეიმს ჰარდენია - 519 ათასი.

შეგახსენებთ, რომ
"ყველა ვარსკვლავის" მატჩში 2 მცველი და 3 ფორვარდი შეირჩევა, თუმცა წინა წლებისგან განხვავებით, ფანების ხმები მხოლოდ 50% ქულებს აგროვებს, დანარჩენ 50%-ს კი ასოციაციის კალათბურთელებისა და ჟურნალისტების ხმები (25-25%) გადაწყვეტს.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობენ
ფორვარდები: ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) - 595 ათასი, იანის ადეტოკუმბო (მილუოკი) - 500 ათასი, კევინ ლავი (კლივლენდი) - 250 ათასი.
მცველები: კაირი ირვინგი (კლივლენდი) - 543 ათასი, დუეინ უეიდი (ჩიკაგო) - 278 ათასი.

ხმების მიცემა 16 იანვრამდე არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ შარშან ზაზას სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოსახვედრად.

Sportall.Ge

იხილეთ ინგლისური ვერსია - He did it again: Zaza Pachulia on second place in NBA All-Star voting
მკითხველის კომენტარები / 6 /
თქვენს მიერ მინიშნებულ საიტი ჩემს ხმებს აღარ ღებულობს.მიწერს 10 ხმა გქონდა და ლიმიტი დაგიმთავრდაო
0
ყველანაირად ეცდებიან, რომ ეს შედეგი შეცვალონ ამერიკაში. ამიტომ როგორც მინიმუმ ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ, რომ ზაზამ ითამაშოს აუცილებლად
miro
11:11 06-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული