კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ტრადიციული წლის წიგნი გამოსცა.

2015-16 წლების სეზონის შემაჯამებელი ჟურნალის პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა, სადაც ქართული კალათბურთის ღირსეული წარმომადგენელი, გივი ბიჭიაშვილი სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა.

ჟურნალში, რომელიც ფედერაციის მე-5 გამოცემაა, თავმოყრილია გასულ სეზონში ჩატარებული ღონისძიებები, რომლებსაც ფედერაციამ ორგანიზება გაუწია პარტნიორ კომპანიებთან და მხარდამჭერებთან ერთად.

შეკრების ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ ვეტერანი კალათბურთელის, 80-იანი წლების თბილისის "დინამოს" უცვლელი კაპიტნის, გივი ბიჭიაშვილის სპორტის რაინდის ორდენით დაჯილდოება. გივი ბიჭიაშვილს უმაღლესი სპორტული ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.

სიმბოლური იყო გივი ბიჭიაშვილის დაჯილდოება საკალათბურთო კლუბ "დინამო თბილისისგან". წარსულში გუნდის უცვლელი კაპიტანი "დინამოს" დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ფულადი პრემიით დააჯილდოვა.

ღონისძიებას დაესწრნენ საკალათბურთო სამყაროს წევრები და მოწვეული სტუმრები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, თბილისისა და რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტები, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა (სუპერლიგა) და სხვადასხვა ლიგაში მონაწილე კლუბების ხელმძღვანელები, მენეჯერები, ბავშვთა საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლები, ვეტერანი კალათბურთელები, ფედერაციის მედიაპარტნიორები, სპონსორები და მხარდამჭერები.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული