ვახტანგ გაფრინდაშვილის, ოთარ პერტაიას, ზურაბ ჟღენტისა და ლადო ალავიძის შემადგენლობით ჩინეთში მყოფმა ჩვენმა გუნდმა ჯგუფში მხოლოდ ყატარს მოუგო და პლეი ოფში ვერ გავიდა.
არადა, ყატარი შარშანდელი, ყაზახეთში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. შარშან ქართველებმა მოახერხეს ჯგუფიდან გასვლა და მსოფლიოს საუკეთესო 8 გუნდს შორის დაიკავეს საპატიო ადგილი. ამ შედეგის მისაღწევად წლეულს ქართველებს ძალები არ ეყოთ.
დიდი მნიშვნელობა იქონია პირველივე მატჩში განცდილმა დასანანმა მარცხმა. ქართველები ღირსეულად ებრძოდნენ ახალ ზელანდიას, რომელთანაც შეხვედრა ოვერტაიმში -
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 2 მატჩი ჩაატარა და პირველ შეხვედრაში დაძაბულ ბრძოლაში მოქმედ ჩემპიონ ყატარელებს აჯობა. ძირითადი დრო 17:17 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში ყველაფერი ლადო ალავიძის ზუსტმა ორქულიანმა გადაწყვიტა - 19:17 ქართველების პირველი გამარჯვება მსოფლიოს 2017 წლის თასზე.
მიუხედავად ამ მოგებისა, საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი გადაწურული ჰქონდა. უკრაინამ და ახალმა ზელანდიამ 3-3 მოგება გაიფორმეს და ჯგუფის დანარჩენი 3 წევრისთვის - საქართველოსთვის, ყატარისა და ბაჰრეინისთვის მიუწვდომელნი გახდნენ.
ჯგუფისა და შესაბამისად ტურნირის ბოლო შეხვედრაში საქართველომ ტურნირზე მე-2 ნომრად გაანთესილ და დაუმარცხებელ უკრაინასთან 6:21 წაააგო. მსოფლიოს თასზე პლეი ოფის მატჩები 2 ივლისს გაიმართება. მეოთხედფინლში გავიდნენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ: ჰოლანდია, ფილიპინები, უკრაინა, ახალი ზელანდია, ბელგია, და რუმინეთი.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით