"დინამოს" მეტოქე საკალათბურთო ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციოზე ცნობილია

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ მიესში საკალათბურთო ჩემპიონთა თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

თბილისის "დინამოს" მეტოქე ესპანური "ხუვენტუდი" იქნება, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონატის (ACB) წინა რეგულარული სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფს მიღმა დარჩა.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გუნდები თითო მატჩს გამართავენ შინ და სტუმრად. "დინამო" მეტოქეს 19 სექტემბერს უმასპინძლებს, საპასუხო მატჩს კი 21 სექტემბერს ჩაატარებს.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი 24 და 26 სექტემბერს შედგება. "დინამოსა" და "ხუვენტუდს" შორის გამარჯვებული ფინურ "კატაიას" შეხვდება.

იმ შემთხვევაში, თუ "დინამო" "კატაიასაც" გასცდა, მაშინ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი
მეტოქე გერმანული "ბონი" იქნება.

2017-18 წლების სეზონში ჩემპიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს, რომელთაგან 8 საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით გავა.

დღეს რთული სათქმელია, როგორი იქნება დინამოელთა შემადგენლობა, მაგრამ, როგორც კლუბის პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა აღნიშნა, გათვლა უფრო ფიბას თასზეა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვერმოხვედრის შემთხვევაში გუნდები ფიბას თასზე გადაინაცვლებენ და ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დინამომ ხომ ნუ იტყვი ზე დონის ლიგიდან გააღწია მანდ. გატუმბავენ ისე რომ სამტრედიაც მოგონება იქნება
ჯიტო
11 ივლისი 2017 23:41
0
წარმატება დინამოს, მაგრამ ვერ გავიგე ესპანეთიდან ჩემპიონთა ლიგაზე 14 გუნდი მონაწილეობს?
პენსიონერი
11 ივლისი 2017 22:31
0
ხუვენტუდი მე-14 ადგილზე გავიდა, ამ ტურნირზე რა უნდა? რა ბედი გვაქვს რა, ესპანეთის უმაღლეს ლიგაში სუსტი გუნდი არ არსებობს.
გიორგი
11 ივლისი 2017 18:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული