საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა: უიღბლო "დინამო" და კარგი "ხუვენტუდი"

AutoSharing Option
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში თბილისის "დინამოს" მეტოქე კატალონიური "ხუვენტუდი" იქნება. 11 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ მიესში გამართულმა წილისყრამ ამ შეჯიბრების სამივე საკვალიფიკაციოს მეტოქეები დააწყვილა და განთესილები ჯგუფებში დაანაწილა.

თბილისელები ჩემპიონთა ლიგაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებიან. როგორც მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ აღნიშნა, შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე ძლიერი მეტოქე გვერგო.

თუმცა ჯერ ვერც "დინამოს" შემადგენლობაზე ვიმსჯელებთ კონკრეტულად, კატალონიელებსაც ბევრი რამ გასარკვევი აქვთ და აქვე გეტყვით, რომ ჩვენს წყვილში გამარჯვებულს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინური "კატაია" ელის, მესამე საკვალიფიკაციოზე - გერმანიის "ბონი".

საკვალიფიკაციოს ჩვენი შტოდან საუკეთესო გუნდი
D ჯგუფში მოხვდება. წარუმატებლობის შემთხვევაში "დინამო" ფიბას თასზე გადავა და პირდაპირ ჯგუფური ეტაპიდან განაგრძობს ბრძოლას.

ასე რომ, ქართველ ქომაგს თბილისში მინიმუმ ოთხი მატჩის ხილვის საშუალება ექნება.

ამათაც მოუგიათ ჩემპიონთა თასი
ისევე, როგორც თბილისის "დინამოს", ბადალონის "ხუვენტუდსაც" ერთხელ აქვს მოგებული ჩემპიონთა თასი (ამჟამინდელი ევროლიგა). ეს 1994 წელს მოხდა.

90-იანების დასაწყისში კატალონიელები აღმავლობის გზაზე იდგნენ, ესპანეთის ჩემპიონობაც ორჯერ მოიპოვეს, სულ კი ოთხჯერ გამხდარან ესპანეთის ჩემპიონები.

მას მერე "ხუვენტუდი" გრანდების სიიდან ამოეწერა და "კარგი ესპანური კლუბის" სტატუსით კმაყოფილდება. გასულ სეზონში ძლივს გადაურჩა ლიგიდან გავარდნას, 32-დან მხოლოდ 11 მატჩი მოიგო და 17-გუნდიანი ჩემპიონატი მე-14 ადგილზე დაასრულა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩემპიონთა თასზე განაცხადის შეტანაში და როგორც ესპანური წყაროები ამტკიცებენ, ლიგაში ჯგუფურ ეტაპზე სათამაშოდაც ემზადებიან.

რამდენად საფუძვლიანია ეს პრეტენზია, დღეს რთული სათქმელია, რადგან "ხუვენტუდის" მწვრთნელ დიეგო ოკამპოს ჯერ გუნდი არ დაუკომპლექტებია.

ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი კალათბურთელის ხუვენტუდელობაა გადაწყვეტილი: მაკედონიელი ნენად დიმიტრიევიჩისა და ესპანელების - ალბერტ ვენტურას, ხოსე იგნასიო ნოგუესისა და სერხი ვიდალის.

ჩემპიონთა თასი 2017/18. I საკვალიფიკაციო
19 და 21 სექტემბერი
1. "დინამო" (საქართველო)-"ხუვენტუდი" (ესპანეთი)
2. "კალევი" (ესტონეთი)-"კაპფენბერგი" (ავსტრია)
3. "გრონინგენი" (ჰოლანდია)-"ვიტაუტასი" (ლიტვა)
4. "ანტვერპენი" (ბელგია)-"ლულეა" (შვედეთი)
5. "მინსკი" (ბელორუსი)-"პრიშტინა" (კოსოვო)
6. "სარატოვი" (რუსეთი)-"კერავნოსი" (კვიპროსი)
7. "სარაევო" (ბოსნია)-"სოკოლი" (მაკედონია)
8. "ბენფიკა" (პორტუგალია)-"ლუდვიგსბურგი" (გერმანია)

II-III საკვალიფიკაციოები
1 VS "კატაია" (ფინეთი)
მესამე საკვალიფიკაციოზე ელის "ბონი" (გერმანია).

2 VS "ფეჰერვარი" (უნგრეთი)
"კარშიაკა" (თურქეთი)

3 VS "ბაკენი" (დანია)
"ესტუდიანტესი" (ესპანეთი)

4 VS "ნიჟნი ნოვგოროდი" (რუსეთი)
"როსა რადომი" (პოლონეთი)

5 VS "ბუდიველნიკი" (უკრაინა)
"ნანტერი" (საფრანგეთი)

6 VS "მორნარი" (მონტენეგრო)
"ორლანდინა" (იტალია)

7 VS "კლუჟი" (რუმინეთი)
"ბრიუსელი" (ბელგია)

8 VS "აკადემიკი" (ბულგარეთი)
"იუვენტუსი" (ლიტვა).

ჯგუფური ეტაპი
A ჯგუფი
"მონაკო" (საფრანგეთი), "ჰოლონი" (ისრაელი), "მურსია" (ესპანეთი),"კრასნოიარსკი" (რუსეთი),"დინამო სასარი" (იტალია),"ოლდენბურგი" (გერმანია), ორი გუნდი საკვალიფიკაციოდან.

B ჯგუფი
"გაზიანთეფი" (თურქეთი), "შალონი" (საფრანგეთი), "ტენერიფე" (ესპანეთი), "ნეპტუნასი" (ლიტვა),"ვენტსპილსი" (ლატვია), პაოკ (საბერძნეთი), ორი გუნდი საკვალიფიკაციოდან.

C ჯგუფი
აეკ (საბერძნეთი), "ვენეცია" (იტალია), "ოლიმპია" (სლოვენია), "ბაიერუთი" (გერმანია), "ბანვითი" (თურქეთი),"სტრასბური" (საფრანგეთი), ორი გუნდი საკვალიფიკაციოდან.

D ჯგუფი
"არისი" (საბერძნეთი), "ოოსტენდე" (ბელგია),"ბეშიქთაში" (თურქეთი), "ნიმბურკი" (ჩეხეთი),"აველინო" (იტალია),"ზიელონა გორა" (პოლონეთი), ორი გუნდი საკვალიფიკაციოდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კაცს სახეზე ეტყობა რომ ტანაგვიგრძნობს :)
dato
13:15 12-07-2017
0

სიახლეები პოპულარული