19:19, 17:14, 25:20, 18:20
სოხუმი: ჩოჩია (18ქ, 6პ, 4ჩ), გაფრინდაშვილი (6ქ, 12მ), დოლიძე, ძიძიგური, რ. როგავა (2ქ, 4პ, 5ჩ), დ. როგავა, გოლეთიანი (4ქ, 4პ), მესხი (8ქ, 7პ, 13მ), ორმოცაძე (20ქ, 6მ), ბულიავა (21ქ, 11მ)
ქუთაისი: გრძელიძე (15ქ, 5მ, 4ჩ), ტყაბლაძე (11ქ, 5ჩ), ფხაკაძე (4ქ, 9მ), ცირეკიძე (21ქ, 12მ), დვალიშვილი (17ქ, 16მ, 4პ), გოგოძე (5ქ, 5პ, 4ჩ)
გუშინ ღამით დასრულდა საქართველოს 18-წლამდელთა პირველობა. ქვეყნის ჩემპიონი გახდა "სოხუმი", რომელმაც ეს ტიტული შვიდწლიანი შესვენების შემდეგ მოიპოვა. სოხუმელებმა 18-წლამდელთა პირველობა ბოლოს 2004-ში მოიგეს,
2010-11 წლების ჩემპიონატი მარათონივით გრძელი გამოდგა და ჩემპიონიც ღირსეულ ბრძოლაში გამოვლინდა. შეგახსენებთ, რომ რეგულარული ეტაპი "სოხუმმა" მოიგო, ხოლო მეორე ადგილზე "ქუთაისი" გავიდა. ფინალურ სერიაში ერთმანეთს სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდა და საბოლოო გამარჯვებაც რეგულარულის მომგებ "სოხუმს" დარჩა - 2:1.
ფინალური სერიის გადამწყვეტი მესამე მატჩი თბილისში გაიმართა. შეხვედრის პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა, მესამესა და მეოთხე ათწუთეულებში მცირე უპირატესობა სოხუმელთა მხარეს იყო. ბოლო რაუნდში "ქუთაისმა" 2 ქულის სხვაობით (20:18) იმარჯვა, რაც საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ აღმონდა. ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილმა "სოხუმმა" 79:73 გაიმარჯვა და ოქროს მოპოვებით ძალიან გაიხარა.
ისევე როგორც წინა შეხვედრებში ქუთათურებმა ფარქვეშიდან სცადეს უპირატესობის მოპოვება, თუმცა მასპინძლებმა არაფერი დაუთმეს - მოხსნებში "ქუთაისს" 50:48 აჯობეს. თუმცა, სტუმრებმა უფრო მეტი ორქულიანი გამოიყენეს - 26, 20-ის წინააღმდეგ. სოხუმელთა წარმატება პერიმეტრიდან ზუსტმა თამაშმა განაპირობა. მათ 11 შორეული ტყორცნა გამოიყენეს, მაშინ, როცა "ქუთაისმა" მხოლოდ ორი სამქულიანი ჩააგდო. აქვე გეტყვით, რომ გუნდებმა დაბალი რეზულტატურობით სტყორცნეს საჯარიმოები: "სოხუმი" - 17-დან 6, "ქუთაისი" - 23-დან 15 გამოიყენა.
იმერელთაგან გიორგი ცირეკიძე და დიმიტრი დვალიშვილი გამოირჩნენ. პირველმა 21 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, ხოლო მეორემ - 17 ქულა და 16 მოხსნა. ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა "სოხუმის" მოთამაშემ ოთარ ბულიავამ - 21 ქულა და 11 მოხსნა. მასპინძელთა ვიცე-ბომბარდირი გიორგი ორმოცაძე გახდა (20 ქულა), ხოლო 18 ქულა და 6 პასი მოაგროვა ალეკო ჩოჩიამ. მან ყველაზე მეტი სამქულიანი გამოიყენა - 4 (შვიდიდან).
თუ სხვა კალათბურთელები დაისვენებენ, ალეკო ჩოჩია, რეზო როგავა, ლევან გრძელიძე და გიორგი ცირეკიძე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდებიან და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მოემზადებიან.
ფოტო: superleague.ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"