ბელგია უძლეველია

AutoSharing Option
ჩვენს ჯგუფში გამოიკვეთა ერთი აუტსაიდერი - პორტუგალია, რომელმაც შინაც ორი მატჩი წააგო და სტუმრადაც. დანარჩენ ოთხ ნაკრებს საშინაო კედლებში ჯერ არ წაუგია. თუ ასე გაგრძელდა, ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას მიღებულ-გაშვებული ქულების შეფარდება გადაწყვეტს.

დღეს ძნელი სათქმელია, ქართველთათვის ბულგარეთის ბელგიაში წაგება სჯობდა იყო, თუ - არა. ბელგიურ შეხვედრაში ორი რამ იყო აღსანიშნავი:

პირველი, პერიმეტრიდან ტყორცნებზე აქცენტი არც ერთ გუნდს გაუკეთებია (ბელგიამ 21-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, ბულგარეთმა 14-დან 4)...

მეორე, გუშინ, ბელგიის ნაკრებს გამოცდილი მეფარე ტომას ვან დენ შპიგელი დაუბრუნდა. როგორც ჩანს მან
ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა, თუმცა ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ არის. ამიტომ, ტომასი მწვრთნელმა მხოლოდ 3 წუთი ათამაშა.


ბელგია-ბულგარეთი 74:69
26:20, 22:17, 16:17, 10:15
ბელგია: მოორსი (18 წთ, 2ქ), ვან როსომი (13ქ, 6პ), ბეგინი (15ქ), ერველე (10ქ, 5მ), ოვენეკე (2ქ), ვან დერ იონკჰეიდი, ლაუერსი, ტაბუ ებომა (10ქ, 3ჩ), მუია (5ქ), ვან დენ შპიგელი (4ქ), ფეისონი (13ქ)¬¬¬¬
ბულგარეთი: დ. ივანოვი (9ქ), კ. ივანოვი (17ქ, 6მ), კოსტოვი (6ქ), ვიდენოვი (18ქ), კალუეი (4ქ, 5პ, 3ჩ), ს. გეორგიევი (4ქ), ველიკოვი, ზ. გეორგიევი (4ქ), ა. გეორგიევი (5ქ, 5მ), ვრბანოვი (2ქ)
მსაჯები: ს. დოზალი (ხორვატია), რ. ჩიარი (იტალია), ბ. ვან სლოოტენი (ჰოლანდია)

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბელგია 3 3 0 226/202 6
2. საქართველო 3 2 1 221/196 5
3. ბულგარეთი 3 2 1 210/203 5
4. პოლონეთი 3 1 2 221/222 4
5. პორტუგალია 4 0 4 249/304 4
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული