სოხუმი (საქართველო)-დნიპრო (უკრაინა) 88:99
23:27, 17:16, 23:29, 25:27
სოხუმი: ფარღალავა (20 წთ, 15ქ, 3მ, 4პ), რობინსონი (16 წთ, 7ქ), პირსი (22 წთ, 21ქ, 9პ), ბერიშვილი (16 წთ, 4მ), ჩლაიძე (17 წთ, 19ქ, 3მ), გაი (24 წთ, 21ქ, 6მ), ქადარია (5 წთ, 2ქ), ფაცაცია (14 წთ), გაფრინდაშვილი (6 წთ), სალიერსი (21 წთ, 3ქ).
ჯგუფური ეტაპი
სოხუმი (საქართველო)-ლიეპაია (ლატვია) 80:68
20:19, 21:17, 19:16, 20:16
სოხუმი: პირსი (27 წთ, 12ქ, 5მ, 3ჩ), ფარღალავა (30 წთ, 21ქ, 6მ, 3პ, 5ჩ, 2დ), გაი
სოხუმი (საქართველო)-სევეროსტალი (რუსეთი) 85:90
20:22, 27:34, 21:19, 17:15
სოხუმი: ფარღალავა (29 წთ, 21ქ, 2პ, 2ჩ), რობინსონი (22 წთ, 11ქ, 4მ), პირსი (27 წთ, 14ქ, 4მ, 4პ, 2ჩ), მ. ბერიშვილი (21 წთ, 4ქ, 4მ), ჩლაიძე (15 წთ, 3ქ), გაი (12 წთ, 3ქ), ფაცაცია (26 წთ, 7ქ, 4მ, 4პ), გაფრინდაშვილი (7 წთ, 3ქ), სტიემსმა (16 წთ, 4ქ, 4მ), სალიერსი (24 წთ, 15ქ, 5მ, 3პ)
ამხანაგური მატჩი
სოხუმი (საქართველო)-უნიქსი (რუსეთი) 81:101
21:17, 25:32, 21:24, 14:28
სოხუმი: რობინსონი (34 წთ, 15ქ, 3მ, 3პ), პირსი (29 წთ, 8ქ, 6მ, 6პ), ჩლაიძე (13 წთ), გაი (28 წთ, 14ქ, 4მ), სორდია (3 წთ, 5ქ), ფაცაცია (29 წთ, 4ქ, 2პ), გაფრინდაშვილი (12 წთ, 1ქ), სტიესმა (23 წთ, 10ქ, 9მ, 2ჩ, 4დ), სალიერსი (29 წთ, 24ქ, 2ჩ).
უნიქსი: სამოილენკო (6ქ), ლიდაი (4ქ), გოლოვინი (8ქ), ზამანსკი (2ქ), პაშუტინი (11ქ), ვერემეენკო (9ქ), სავრასენკო (9ქ), მაკკარტი (6ქ), ჯავაი (20ქ), დომერკანტი (13ქ), უილკინსონი (13ქ).
ამხანაგური მატჩი
სოხუმი (საქართველო)-ტრიუმფი (რუსეთი) 67:83
საკალათბურთო კლუბი "სოხუმი" გამალებით ემზადება ახალი სეზონისთვის - გუნდი ჯერ ევროჩელენჯის გათამაშებაში ჩაერთვება, შემდეგ - საქართველოს ჩემპიონატში. სოხუმელებმა გუშინ, 18 სექტემბერს დაასრულეს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში გამართული საერთაშორისო ტურნირი, რომლის ფინალში უკრაინულ "დნიპროს" დაუპირისპირდნენ.
მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და უკრაინელთა გამარჯვებით დასრულდა - 99:88. ასე რომ, "სოხუმმა" მისთვის პირველი საერთაშორისო ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა, რაც ახალშეკრებილი გუნდისთვის ურიგო შედეგი არ არის.
როგორც სოხუმელთა პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ პაჭკორიამ გვაცნობა, ტურნირის ორგკომიტეტმა საუკეთესო კალათბურთელად ლაშა ფარღალავა დაასახელა. მან ფინალში 15 ქულა მიითვალა. ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა ახალგაზრდა ირაკლი ჩლაიძეს, რომელმაც 5-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და 19 ქულას მოუყარა თავი.
***
ორიოდე სიტყვით ჯგუფური ეტაპის მატჩებსაც უნდა შევეხოთ. ტურნირში მონაწილე ექვსი გუნდი ორ ჯგუფად განაწილდა. ერთგან მოხვდნენ უკრაინის "დნიპრო", ესტონეთის "ტარტუ როკი" და ლიტვური "პიენო ზვიგადესი". მეორე ჯგუფში სოხუმელებს დაუპირისპირდნენ რუსული "სევეროსტალი" და ლატვიური "ლიეპაია". ჯგუფებში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ.
პირველ მატჩში აინარს ბაგაცკისის გუნდმა თანაბარი ბრძოლა გაუჩაღა "სევეროსტალს" და ბოლო წუთებზე 85:90 დამარცხდა. შეხვედრაში ქართველთა გუნდში საუკეთესო იყო ლაშა ფარღალავა, რომელიც "სოხუმს" ვილნიუსიდან შეუერთდა, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის პირველობაზე გამოდიოდა.
წაგების მიუხედავად სოხუმელები ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებდნენ, რადგან "სევეროსტალმა" "ლიეპაიასთან" დათმო. შაბათს საშუალება მოგვეცა "სოხუმი"-"ლიეპაიას" მატჩისთვის პირდაპირ ეთერში მიგვედევნებინა თვალი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, თუმცა მესამე პერიოდიდან ქართველთა გუნდი მცირე ინიციატივას დაეუფლა და მატჩიც მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე - 80:68.
ფარღალავა ამჯერადაც ასცდა 20-ქულიან ზღვარს (21 ქულა მიითვალა), თუმცა მეტი სიუხვით ამერიკელი ახალწვეული სალიერსი გამოირჩა. მან 25 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. დანარჩენმა სამმა უცხოელმა რიჩარდსონმა, პირსმა და გაიმ ჯამში 30 ქულა ჩააგდეს, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ გახლავთ. მეხუთე ამერიკელი, სტიემსმა ტრავმირებულია. გუნდის ექიმებს იმედი აქვთ, რომ ის და ირაკლი სორდია ვარჯიშს მალე განაახლებენ.
***
ლიეპაიამდე "სოხუმი" შეკრებას ლიტვაში გადიოდა, სადაც ორი საკონტროლო შეხვედრა გამართა. პირველ მატჩში ბაგაცკისის გუნდი რუსეთის "ტრიუმფთან" დამარცხდა, ხოლო მეორე შეხვედრაში - ასევე რუსულ "უნიქსთან". ამ თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია ლაშა ფარღალავას, რომელიც საქართველოს ნაკრებთან ერთად ვილნიუსში იყო.
"ტრიუმფის" შემადგენლობაში ვარსკვლავური გვარები არ იყო, "უნიქსში" კი ევროპაში სახელმოხვეჭილი მოთამაშეები ირიცხებიან, გუნდი წლეულს ევროლიგაზე იასპარეზებს. დომერკანტის, მაკარტის, ჯავაისა და უილკინსონის "უნიქსმა" "სოხუმი" მეოთხე პერიოდში გატეხა, საბოლოოდ 101:81 იმარჯვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"