"ოლიმპის" ცენტრად მილუტინოვიჩი

AutoSharing Option
გუშინ გაცნობეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის დებიუტანტ "ოლიმპში" ორი უკანახაზელი ჩაირიცხა - ლაშა გამყრელიძე და ხორვატი ნიკიჩა სლიუკა. მას მერე კლუბის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა, კონტრაქტი გააფორმა სერბ მეფარე ილია მილუტინოვიჩთან.

იგი 213 სმ სიმაღლის ცენტრია, თამაში მშობლიურ "ჰემოფარმში" დაიწყო, თუმცა კარიერის გაგრძელება ოკეანის გაღმა დაგაწყვიტა და ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ამერიკის კოლეჯების ლიგის წარმომადგენელი "ოკლენდის" ღირსებას იცავდა.

ილია მილუტინოვიჩი საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა. როგორც "ოლიმპის" თავკაცმა, გია კაზანჯიანმა გვითხრა, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ერთი უცხოელის ჩამოსაყვანად.

თუმცა საქმე კონტრაქტამდე
ჯერ არ მისულა, ამიტომ "ოლიმპი" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურს ორი ლეგიონერით - ნიკიჩა სლიუკა და ილია მილუტინოვიჩით შეხვდება. სუპერლიგის პირველ დღეს გია კაზანჯიანის გუნდი სპორტის სასახლეში თსუ-ს დაუპირისპირდება. მატჩი 18 საათზე დაიწყება.

ბოლოს გეტყვით, რომ "ოლიმპი" ჩამოაყალიბა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ოლიმპიური მზადების ცენტრმა.

დოსიე
ილია მილუტინოვიჩი
სერბეთი
დაიბადა: 07.02.1988
სიმაღლე: 213 სმ.
ამპლუა: ცენტრი

კარიერა
2003-06 ჰემოფარმი (იუნიორები, სერბეთი)
2006-07 ორეგონი (NCAA)
2008-11 ოკლენდი (NCAA)
2011-12 ოლიმპი (საქართველო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული