გივი ბაქრაძე თსუ-ში

AutoSharing Option
გასულ კვირას თსუ-ში მომხდარ სატრანსფერო ამბებზე მოგიყევით. ისიც გითხარით, რომ გუნდის განაცხადში ერთადერთი თავისუფალი ადგილი იყო. ხოლო კლუბის ხელმძღვანელობა მის შევსებას მეფარით აპირებდა. თუმცა გუშინ კლუბის პრეზიდენტის, ირაკლი ხარჯევანიძისგან შევიტყვეთ, რომ თსუ-ში თავისუფალი ადგილი გამთამაშებელმა გივი ბაქრაძემ შეავსო.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ახალგაზრდა მიმდინარე სეზონში თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, სასტარტო პლეიმეიქერი იყო და 10 მატჩში საშუალოდ 25.2 წუთში 9.6 ქულას, 3.1 მოხსნასა და 4.3 პასს აგროვებდა. მანამდე, 2010-11 წლებში ბაქრაძე "არმიას" ღირსებას იცავდა.

გივიკომ საქართველოს ჩემპიონატში პირველად 2008-09 წლებში თბილისის
"დინამოს" მაისურით ითამაშა, ხოლო 2009-10 წლების სეზონში ფინეთის მეორე ლიგის "კორიკობრატში" გამოდიოდა.

2011 წლის ზაფხულში ბაქრაძემ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ითამაშა და 2012 წლის ახალგაზრდულ ევროპის პირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვა. თუმცა, ასაკის მიხედვით მას მომავალ ზაფხულს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშის უფლება არ აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული