როგორც შევიტყვეთ, მიზეზი არც ტრავმა და არც ვინმესთან უთანხმოებაა, კრეპსმა პირადი მიზეზით დაანება თავი თამაშს. იგი ძალოვნებს გუშინდელ ნახევარფინალშიც არ დაეხმარა, ამერიკაში მიემგზავრება.
რობო საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის სნაიპერთა დავაში მეოთხე იყო: საშუალოდ 34 წუთში 23.1 ქულა, 5.1 მოხსნა, 4.1 პასი, 1.7 ჩაჭრა.
ასეთი კალათბურთელის გამოკლება ჩემპიონატისთვის დანაკლისი ნამდვილად იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"