შსს-დან ამერიკელი ლეგიონერი მიდის

AutoSharing Option
სუპერლიგის პირველ წრეში შსს-ს ბომბარდირმა, რობო კრეპსმა მოულოდნელად კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც შევიტყვეთ, მიზეზი არც ტრავმა და არც ვინმესთან უთანხმოებაა, კრეპსმა პირადი მიზეზით დაანება თავი თამაშს. იგი ძალოვნებს გუშინდელ ნახევარფინალშიც არ დაეხმარა, ამერიკაში მიემგზავრება.

რობო საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის სნაიპერთა დავაში მეოთხე იყო: საშუალოდ 34 წუთში 23.1 ქულა, 5.1 მოხსნა, 4.1 პასი, 1.7 ჩაჭრა.

ასეთი კალათბურთელის გამოკლება ჩემპიონატისთვის დანაკლისი ნამდვილად იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული