საქართველოს ნაკრების თავკაც იგორ კოკოშკოვზე თვალი "პანათინაიკოსს" ეჭირა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულმა გამოსვლამ მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვსაც მოუტანა აღიარება.

მისი კანდიდატურა, არც მეტი, არც ნაკლები, ბერძნული "პანათინაიკოსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილებოდა.

ასეთი ინფორმაცია გაავრცელა გამოცემა "სპორტსკა სენტრალმა". აი, კიდევ რა წერია ამ საიტზე:

"13-წლიანი მუშაობის შემდეგ საბერძნეთის გრანდი, "პანათინაიკოსი" ჟელკო ობრადოვიჩმა დატოვა. მის შემცვლელად არაერთი კანდიდატურა განიხილებოდა, რომელთა შორისაც ობრადოვიჩის თანამემამულე სერბი იგორ კოკოშკოვი იყო.

იგი იურე ჟდოვცთან ერთად მთავარ პრეტენდენტად ითვლებოდა".

...თუმცა "პანათინაიკოსის" ხელმძღვანელობამ არჩევანი ბერძენზე შეაჩერა - მომავალი სეზონიდან "მწვანეებს" არგირის პედულაკისი გაუძღვება.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული