18-წლამდელებში 4 გუნდი თამაშობდა. პირველ ადგილზე გავიდა "ბათუმი", მეორეზე - ბაქოს ნაკრები, მესამეზე - "ქუთაისი", მეოთხეზე - "ერევანი".
16-წლამდელთა ჩემპიონატშიც ქართულმა გუნდმა გაიმარჯვა - პირველობა არავის დაუთმო "ქუთაისმა", მეორე იყო "ერევანი", მესამე - "ბათუმი".
14-წლამდელთა ტურნირში ჩემპიონობა დაიბრუნეს ბათუმელებმა. მეორე ადგილი დაიკავეს ქუთათურებმა, მესამე - ფოთელებმა.
მემორიალის დასრულების შემდეგ აჭარის კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ ბადრი შამილაძეს ვესაუბრეთ,
- სახელოვანი სპორტსმენების, ალექსანდრე კილაძისა და ვალერი ალთაბაევის მემორიალი ჩვენს ქალაქში მესამედ ჩატარდა. ისევე, როგორც ადრე შეჯიბრებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და საინტერესოდ ჩაიარა. გამარჯვებულები ფასიანი სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრებაში მონაწილეობის სურვილი ბულგარეთისა და თურქეთის გუნდებმაც გამოთქვეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს. ამის მიზეზი სხვადასხვა სახის ტექნიკური პრობლემა იყო. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მხარდაჭერას დაგვპირდა და ვიმედოვნებთ, რომ გაისად მემორიალი უფრო მასშტაბური გახდება, - გვითხრა ბატონმა ბადრიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"