შსს ელის... სოხუმი თუ რუსთავი?

AutoSharing Option
გაირკვა დუდუ დადიანის მემორიალის პირველი ფინალისტის ვინაობა - შსს-მ ჯგუფში მეოთხე შეხვედრაც მოიგო და კვირას საჩემპიონო მატჩში ითამაშებს.

ძალოვნებმა ქუთაისს ბოლო წამებზე აჯობეს: გადამწყვეტი აღმოჩნდა ირაკლი ბერიშვილის მიერ საფინალო სირენამდე 23 წამით ადრე ჩაგდებული ურთულესი შორი სროლა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 82:79. ქუთათურებს გათანაბრების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ბუბა ბერიშვილმა, რომელმც მანამდე 3 სამიანი გამოიყენა, ამჯერად ააცილა.
ამ შეხვედრაში სამქულიენების წვიმა ვიხილეთ. ორივე გუნდმა ჯამში 32 შორეული სროლა ჩააგდო, საიდანაც 18 ფინალში გასულ შსს-ზე მოდის. ამ გუნდის კალათბურთელებმა - ლექსო
ლაფანაშვილმა, ტროი კოტონმა და ირაკლი ბერიშვილმა ბოლო მეოთხედში ჯამში 6 სამიანი ჩააგდეს.

გამოსარჩევია ქუთაისი რიგებში მოთამაშე გიგი ბარბაქაძის სტატისტიკა, რომელმაც 34 ქულიდან 27 ქულა სამქულიანებით მოაგროვა.
გუშინვე "აგრარულმა" გააზრებული თამაშით დიდი წინააღმდეგობა გაუწია "სოხუმს", ხოლო სტუ-მ - თსუ-ს. თუმცა, ბოლო წუთებზე ორივე დამარცხდა.

დღეს, "სოხუმი"-"ენერჯის" მატჩი მეორე ფინალისტს გამოარკვევს.


დუდუ დადიანის მემორიალი
22 ოქტომბერი, თბილისი.
შსს-ს აკადემიის დარბაზი

ქუთაისი-შსს 79:82
24:22, 10:15, 20:21, 25:24
ქუთაისი: ბ. ბერიშვილი (12ქ, 11პ), გ. ბარბაქაძე (34ქ), ქორიძე, ბოლქვაძე (20ქ), კოღუაშვილი (10ქ), დიდია (3ქ).
შსს: ი. ბერიშვილი (19ქ, 7პ), ლეჟავა (5ქ, 7მ), კოტონი (15ქ), მარკოიშვილი (19ქ), იმნაძე (8ქ, 11მ); დ. ბერიშვილი, ლაფანაშვილი (9ქ), ნიკოლაძე (3ქ), შერმადინი, ტომარაძე (2ქ), სუხიშვილი.
მაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძე

თსუ-სტუ 88:86
19:15, 34:17, 15:27, 20:27
თსუ: ხიზანიშვილი (4ქ), ფანჩულიძე (24ქ), გაფრინდაშვილი (1ქ), ლონდარიძე (13ქ, 10მ), კორკოტაძე (5ქ), ლოსაბერიძე (2ქ), ყველაშვილი, მათიაშვილი (32ქ, 17 მ), დეკანოიძე, შარაბიძე (7ქ).
სტუ: ანთაძე (18ქ), გურაბანიძე, ვ. ბერუაშვილი (15ქ), ჩიკვილაძე (17ქ), ლომოური (17ქ), გასიტაშვილი, მაჩალაძე, თევზაძე, კობიძე (5ქ), ჯანგველაძე (6ქ), ახალკაცი (8ქ), ლაშქარაძე
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. სადღობელაშვილი

სოხუმი-აგრარული 79:76
12:18, 21:7, 24:27, 22:24
სოხუმი: ფარღალავა (23ქ), კვეტენაძე (4ქ), შანიძე, სორდია (13ქ), კანკია, კოპალიანი (2ქ), კ. დამუსი (13ქ, 13მ), რ. დამუსი (17ქ, 21მ), ფერიაშვილი.
აგრარული: ტეტელაშვილი (6ქ), ნანიტაშვილი (25ქ), კანდელაკი, სიგუა (3ქ), ჩაჩანიძე (13ქ), ხანიაშვილი (8ქ), გემაზაშვილი, ჯავახიშვილი (2ქ), მუმლაძე (19ქ)
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი


A ჯგუფი

თ მ წ სხ ქ
1. ენერჯი 2 2 0 4
2. სოხუმი 2 2 0 4
3. დინამო 2 0 2 2
4. აგრარული 2 0 2 2


B ჯგუფი
თ მ წ სხ ქ
1. შსს 4 4 0 8
2. ქუთაისი 3 2 1 5
3. თსუ 3 2 1 5
4. სამედიცინო 3 0 3 3
5. სტუ 3 0 3 3

დღეს
23 ოქტომბერი
11:00 აგრარული-დინამო
13:00 ენერჯი-სოხუმი
15:00 ქუთაისი-თსუ
17:00 სამედიცინო-სტუ

ფინალი
24 ოქტომბერი
15:00 A1-B1


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული