ანონსი: გაზეთ "ლელოს" სტუმარი ვაჟა ჟღენტი იქნება

AutoSharing Option
"პალიტრა მედიაში" გაზეთ "ლელოს" სტუმარი 14 თებერვალს, 17:00 საათზე, ვეტერანი კალათბურთელი ვაჟა ჟღენტი იქნება.

ვაჟა ჟღენტი 1950-იანი წლების საქართველოს კალათბურთელთა ოქროს თაობის წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი 1951-1954 წლებში, მრავალი საერთაშორისო ასპარეზობის მონაწილე და პრიზიორი, ეროვნული სტადიონის ყოფილი დირექტორი, სპორტის დამსახურებული მუშაკია.

ინტერვიუ ვაჟა ჟღენტთან გამოქვეყნდება "ლელოს" 16 თებერვლის ნომერში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული