სუპერლიგის "ოლ სტარი" - ვარსკვლავთცვენა ქუთაისში

AutoSharing Option
დასრულდა სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩის გამოკითხვა, რომელმაც მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულები გამოავლინა, ხოლო მწვრთნელებმა ის დარჩენილი 7-7 მოთამაშე დაასახელეს, რომლებიც "ოლ სტარის" გუნდებს შეავსებენ.

20 აპრილს, ქუთაისის სპორტის სასახლეში ერთმანეთს სუპერლიგის ლეგიონერებისა და ადგილობრივი მოთამაშეების გუნდები დაუპირისპირდებიან.

რჩეულ მოთამაშეთა მატჩთან ერთად გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში. გამოვლინდება "ყველა ვარსკვლავის" მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსების გამარჯვებულებთან ერთად "ოლ სტარის" პარტნიორი "ევრობა-ბეთი" პლანშეტური კომპიუტერით დააჯილდოვებს.

სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა 13 აპრილიდან მიმდინარეობდა და გუშინ 12 საათზე დასრულდა. მთლიანობაში
შევიდა 44 ათასზე მეტი ხმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში მოხვედრის კანდიდატებზე გადანაწილდა.

ადგილობრივთა გუნდი
უკანახაზელი
გივი ბაქრაძე (თსუ) 1063 – ხმა*
თეიმურაზ ბაბუნაშვილი (ქუთაისი) 929
მერაბ ბოქოლიშვილი (შსს) 529

ფორვარდი
ლევან ფაცაცია (ოლიმპი) 1099
ბექა ჩიკვილაძე (თსუ) 1057
გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი) 1018
კოკა ტომარაძე (ოლიმპი) 470
ირაკლი საყვარელიძე (არმია) 375
ლაშა კეშელავა (ბათუმი)
გიგა კვეტენაძე (სტუ)

ცენტრი
რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი) 1128
აკაკი დვალიშვილი (ოლიმპი) 744

მწვრთნელები
გია კაზანჯიანი (ოლიმპი), მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი).

ლეგიონერთა გუნდი
უკანახაზელი
ნეით ბოუი (რუსთავი) 1793
დეონტა ვონი (შსს) 1659
ლამარ კარიმი (დინამო) 1475
სტენ სოკი (ოლიმპი) 1450
ბოსკო სტოიაკოვიჩი (სოხუმი) 1075

ფორვარდი
ქიენ კარტერი (დინამო) 1452
კაელ ნელსონი (რუსთავი) 1264
ბენჟამინ რეიმონდი (შსს) 1193
ფლინ კლიმენი (დინამო) 1049
ჩად პრევიტი (შსს) 694

ცენტრი
სტეფან მილოშევიჩი (ოლიმპი) 1671
მილან ოლუიჩი (დინამო) 1446

მწვრთნელები
გიორგიოს კეცელიდისი (შსს აცადემია), დავიტ უსტიაშვილი (ქუთაისი).

სამქულიანების კონკურსი
კოკა ტომარაძე (ოლიმპი)
გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი)
ირაკლი საყვარელიძე (არმია)
ბუბა კვიმსაძე (ქუთაისი)
ლაშა კეშელავა (ბათუმი)
ჩად პრევიტი (შსს)

ჩატენვების კონკურსი
ოთო ბულიავა (სოხუმი)
კახა ჯინჭარაძე (სოხუმი)
გიგა კვეტენაძე (სტუ)
აკაკი დვალიშვილი (ოლიმპი)

* - მუქი შრიფტით მოცემულია ხუთეულში მოხვედრილი კალათბურთელები.

აქვე გეტყვით, რომ სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩის მონაწილეთა შორის ბოლო დღეს ცვლილება მოხდა. დანაკლისი განიცადა როგორც ლეგიონერთა, ასევე ადგილობრივთა გუნდმა.

დღევანდელ მატჩ-აქციაში მონაწილეობას ვერ მიიღებს "ოლიმპის" ესტონელი გამთამაშებელი სტენ სოკი, ხოლო ადგილობრივებს არმიელი ირაკლი საყვარელიძე დააკლდება.

სტენ სოკს 19 არილის ვარჯიშის შემდეგ შეუძლოდ შეიქნა, ხოლო საყვარელიძემ კოჭი იტკინა და სუპერლიგის რჩეულ მოთამაშეებს ქუთაისში ვერ წაჰყვა. საყვარელიძის ნაცვლად ადგილობრივთა გუნდში ბათუმის უკანახაზელი ნიკა რამიშვილი ითამაშებს.

სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს "არმიის" ტრავმირებული უკანახაზელი ბესო ლეჟავა და ზემოთხსენებული ირაკლი საყვარელიძე. შესაბამისად, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეთა სია ხუთამდე შემცირდა: კოკა ტომარაძე (ოლიმპი ), გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი), ბუბა კვიმსაძე (ქუთაისი), ლაშა კეშელავა (ბათუმი) და ჩად პრევიტი (შსს აკადემია)

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში, 15 საათზე დაიწყება.

* * *

ამას გარდა, გუშინ გაიმართა საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ანტიდოპინგური სააგენტოს ერთობლივი პრესკონფერენცია.

საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის მატჩებზე ანტიდოპინგური სააგენტოს თანამშრომლები მოთამაშეებს შესაბამის ტესტირებას ჩაუტარებენ. აღნიშნული ღონისძიება საქართველოში მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატების პრესტიჟს მნიშვნელოვნად ასწევს მსოფლიოს ანტისადოპინგო ფედერაციის თვალში.

საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის სოლიდური გამოცდილება დაუგროვდა, რაც გასულ თვეში თბილისში ჩატარებული ევროპის ჭიდაობის ჩემპიონატის
მომსახურებამაც დაადასტურა.

საკალათბურთო სუპერლიგის მატჩებზე დოპინგ-სინჯები ჩატარდება "მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა" და "ტესტირების საერთაშორისო სტანდარტების" სრული დაცვითა და შესაბამისობით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთნ უკვე თანამშრომლობს საქართველოს რაგბის კავშირი.

www.superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული