ლევან ყიფიანმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ სტეფანია სპორტის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოში გაწევრიანდა და იმედი გამოთქვა, რომ ყოფილი კალათბურთელის გამოცდილება უთუოდ ღირებული იქნება.
დავინტერესდით, კონკრეტულად რა ნაბიჯები დაიგეგმა შეხვედრისას. ამ საკითხზე ვლადიმერ სტეფანიამ ვრცლად ილაპარაკა:
"პირველ რიგში, უნდა შეიქმნას ჯანსაღი ფუნდამენტი, რაზეც ქართული სპორტი განვითარდება.
ასეთ საფუძველზე აუცილებელია ისეთი საკლუბო გუნდის არსებობა, რომელიც ბიძგს მისცემს სპორტის იმ კონკრეტული სახეობის განვითარებას, რომელშიც ზემოთ ნახსენები გუნდი უნდა
მინისტრთან შეხვედრაზე ვილაპარაკეთ კონკრეტულად საკალათბურთო გუნდზე, მაგალითად ისეთზე, როგორიცაა ხორვატიაში "ციბონა", სერბეთში "პარტიზანი"... ისინი თამაშობენ მაღალი რანგის შეჯიბრებებში და ეპაექრებიან ევროგრანდებს, "მაქაბის", "ბარსელონას"...
შესაბამისად, ყოველ სეზონში გარანტირებული აქვთ ყოველ კვირა უმაღლესი დონის თამაში და გულშემატკივარიც მოუთმენლად ელის შეხვედრის დღეს.
საქართველოში შექმნილი ასეთი ძლიერი გუნდი ევროთასების გარდა უნდა გამოდიოდეს VTB ლიგაში და იოლი წარმოსადგენია, რაოდენ დიდ ინტერესს გამოიწვევს ჩვენთან ცსკა-ს, ან "ჟალგირისის" ჩამოსვლა.
თუ ყველაფერი სწორად დაიგეგმება და წარიმართება, ახლო მომავალში მომგებიან ბიზნეს-პროექტსაც მივიღებთ.
ამასთან, ეს იქნება გუნდი, რომელიც ნიჭიერი ქართველი კალათბურთელების ზრდის საწინდრი გახდება".
ვლადიმერ სტეფანიას ეს პროექტი დეტალებში აქვს ჩამოწერილი, თუმცა ცხადია, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა განხორციელება ეწეროს.
- ერთად იმიტომ ვსხედვართ, რომ საინტერესო პროექტის განორციელებას ხელი შევუწყოთ, - აღნიშნა ლევან ყიფიანმა, - ჩვენი მიზანია ქვეყანაში ხელი შევუწყოთ გუნდური სპორტის განვითარებას, რადგან საერთაშორისო თვალთახედვით სწორედ ეს განაპირობებს საქართველოს სპორტულ ქვეყნად აღიარებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"