კალათბურთი ერთი-ერთზე - ჯერ რაბათის, შემდეგ ალკატრასის ციხე

AutoSharing Option
თბილისში, საბავშვო ქალაქ "მზიურში" გაიმართა შესარჩევი ტურნირი ერთი-ერთზე კალათბურთში.

შეჯიბრება მსოფლიოს მასშტაბით ასეთი სახელწოდებითაა ცნობილი: RED BULL KING OF THE ROCK. იგი საქართველოშიც "რედ ბულის" ინიციატივით იმართება.

შეგახსენებთ, რომ შარშან ამ შეჯიბრებაში გამარჯვებული ვატო თევზაძე ამერიკაში, ალკატრასის ციხეში, ფინალურ ეტაპზე გაემგზავრა.

- თბილისში გასამართ ტურნირში მონაწილეობაზე განაცხადი 220-მა კალათბურთელმა გააკეთა, - გვითხრა საქართველოში "რედ ბულის" წარმომადგენელმა ბექა გოლეთიანმა, - რომელთაგან "მზიურში" 200-მდე შეიკრიბა და საუკეთესო 56 გამოვლინდა. მათ დაემატნენ განთესილები და საბოლოოდ, ფინალისთვის 64 მოთამაშე შეიკრიბა.

ფინალური შეჯიბრება ახალ
ციხეში, რაბათის ციხეში 22 ივნისს გაიმართება. მასში სხვა კალათბურთელებთან ერთად, სუპერლიგის წარმომადგენლებიც ითამაშებენ: ვახტანგ ქადარია, ირაკლი ჩლაიძე, ვატო თევზაძე, დავით ბარბაქაძე, რევაზ ათანელიშვილი, ვანო აბულაძე, მიხეილ ჭოჭუა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული