Tbilisi Open 2013-ის კენჭისყრა საკალათბურთო აკადემიაში გაიმართა

AutoSharing Option
4 ივლისს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში Tbilisi Open 2013-ის კენჭისყრა გაიმართა.

გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირში მონაწილეობის მსურველები დაგეგმილზე მეტნი აღმოჩნდნენ, ტურნირის ორგანიზატორებმა - საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ და "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გადაწყვიტეს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი ჩაეტარებინათ.

ტურნირის ორგანიზატორებმა გუნდები სიძლიერის მიხედვით დაახარისხეს და ნაწილი ძირითად ბადეში განთესეს, ნაწილს კი საკვალიფიკაციო ეტაპზე მიუჩინეს ადგილი. შესაბამისად, ტურნირის ძირითად ბადეში განითესა 24 გუნდი (3-3 თითო ჯგუფში), რომლებსაც ის 8 გუნდი დაემატება (თითო თითოეულ ჯგუფში), რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებას მიაღწევს.

Sportall.Ge

ასე და ამგვარად, 35 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე
დაწყვილდა, რომლებიც ძირითადი ეტაპის 8 საგზურისთვის იბრძოლებენ. ძირითად ტურნირში, რომელიც 6 ივლისს დაიწყება, მთლიანობაში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. იქნება რვა 4-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც მერვედფინალში 16 გუნდი გავა (2 საუკეთესო თითო ჯგუფიდან).

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5 ივლისს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, 12:30 საათიდან დაიწყება, ხოლო ძირითადი ტურნირი 6 ივლისს, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11:30 საათზე დაიწყება.

ძირითადი ტურნირის ჯგუფები:

Sportall.Ge
superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბურთის ღორები მაგარი სახელია :D :D :D
beqa
15:31 05-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული