გიგი უგულავამ სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს უმასპინძლა

AutoSharing Option
გიგი უგულავა სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ვლადე დივაცს შეხვდა. თბილისის მერი სერბ სტუმარს თბილისში არსებულ სპორტული ინფრასტრუქტურაზე მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო.

წარსულში ცნობილი კალათბურთელი, NBA- ს სხვადასხვა კლუბების წამყვანი მოთამაშე თბილისში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მოწვევით იმყოფება. მისი ჩამოსვლა უკავშირდება ქართული მხარის სურვილს, რომ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისმა უმასპინძლოს.

ფესტივალის მასპინძლობის სურვილს, თბილისის გარდა, ჩეხეთის ქალაქი ბრნოც გამოთქვამს. ფესტივალის მასპინძლის ადგილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური ასამბლეა გადაწყვეტს, რომელიც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 26-27 ნოემბერს გაიმართება.

როგორც დღეს გამართულ
შეხვედრაზე თბილისის მერმა, გიგი უგულავამ აღნიშნა, თბილისში ოლიმპიური ფესტივალის სამზადისი უკვე დაწყებულია და ყველაფერი გაკეთდება, რათა ამ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას ქალაქმა ღირსეულად უმასპინძლოს.

ვლადე დივაცმა აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ საბოლოო გადაწყვტილება თბილისის სასარგებლოდ იქნება მიღებული.

სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თბილისში დღეს, გამთნიისას ჩამოვიდა. თბილისის მერთან შეხვედრამდე მან მცხეთა დაათვალიერა და ძიუდოს კომპლექსს სტუმრობდა. ვლადე დივაცი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორესაც შეხვდა.

დღესვე სერბი სტუმარი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდება, დაათვალიერებს თბილისის სპორტის სასახლესა და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს.


საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული