ასევე იხილეთ: "...სეპარატიზმს შეუძლია, ქართული კალათბურთი წამში დაღუპოს!"
თუ სახელი არ მეორდება, ასეთი ორგანიზაციის დარეგისტრირება უკანონო არ არის, მაგრამ საკითხავია, რა მიზანს ემსახურებოდა "საქართველოს კალათბურთის ფედერაციის" დაარსება?
ამ კითხვით მივმართეთ დამფუძნებელსა და ამავე დროს, "კალათბურთელთა კავშირის" ხელმძღვანელ მიხეილ ახვლედიანს.
- წლეულს საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 12 ფედერაცია დააარსა. ცხადია, ჩვენც გვქონდა უფლება თუნდაც
ამიტომ მე, ზურაბ გრძელიძემ, გურამ მინაშვილმა და ზვიად ანთაძემ დავაფუძნეთ ორგანიზაცია სახელით "საქართველოს კალათბურთის ფედერაცია". დღეს ეს არის უბრალოდ ბლანკი, თუმცა, თუ ეროვნული ფედერაცია ჩიხში შევა, კონფლიქტი ექნება სპორტის სამინისტროსთან, ხელისუფლებასთან, კლუბებთან, ბავშვთა სკოლებთან, მაშინ ჩვენი ფედერაციის არსებობა შეიძლება აქტუალური გახდეს.
თუმცა ძალიან მინდა, ასე არ მოხდეს და ჩატარდეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დემოკრატიული არჩევნები, სადაც ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს.
* * *
გუშინვე "ოლიმპის" მთავარმა მწვრთნელმა და "კალათბურთელთა კავშირის" წევრმა დავით თორთლაძემ გაგვაცნო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა გაუგზავნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
დოკუმენტი 2013 წლის 2 ოქტომბრით თარიღდება. ვკითხულობთ:
"ბატონო ლევან, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტში განსახილველად შემოვიდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, ბესიკ ლიპარტელიანის წერილი.
გთხოვთ, გულდასმით შეისწავლოთ აღნიშნული საკითხი და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება."
დოკუმენტს ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლერი ხაბელოვი.
შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ პარლამენტის შესაბამის ორგანოს მიმართა წერილით, რომელშიც მსჯელობა იყო "კალათბურთელთა კავშირისა" და სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან ყრილობის დელეგატებზე ზეწოლის ფაქტებზე.
- ასე და ამგვარად, შესაბამისი გადაწყვეტილება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უნდა მიიღოს, რომელმაც თავის დროზე დადო დასკვნა, რომლის მიხედვით, კალათბურთის ფედერაციას წესდების შემუშავებისას უნდა გაეთვალისწინებინა სამინისტროს რეკომენდაციები, - გვითხრა დავით თორთლაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"