აუცილებლობად მიგვაჩნია, ამ კომენტარებთან დაკავშირებით განვაცხადოთ შემდეგი:
1. "კალათბურთელთა კავშირის" ხელმძღვანელი ახვლედიანი მორიგ ტყუილს ავრცელებს, როცა ამბობს: "წლეულს საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 12 ფედერაცია დააარსა".
ვაცხადებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას არც წლეულს და არც მანამდე არანაირი ფედერაცია ან სხვა სახის ორგანიზაციები არ დაუფუძნებია. ამის გადამოწმება ნებისმიერ მსურველს ძალიან მარტივად შეუძლია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ვებ-გვერდის საშუალებით, სადაც ვერ ნახავთ
მოვუწოდებთ "კალათბურთელთა კავშირის" ხელმძღვანელ ახვლედიანს, რომ შეწყვიტოს სიცრუის ტირაჟირება და მრავალრიცხოვანი ტყუილებით საკალათბურთო სტრუქტურების შეცდომაში შეყვანა.
იმავე კომენტარში ვკითხულობთ: "თუ ეროვნული ფედერაცია ჩიხში შევა, კონფლიქტი იქნება სპორტის სამინისტროსთან, ხელისუფლებასთან, კლუბებთან, ბავშვთა სკოლებთან, მაშინ ჩვენი ფედერაციის არსებობა შეიძლება აქტუალური გახდეს".
ამ კომენტარით კიდევ ერთხელ დასტურდება ჩვენი მოსაზრება მის სეპარატისტულ ქმედებებთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ მივმართავთ ახვლედიანს, მოეგოს გონს და შეწყვიტოს საკალათბურთო სამყაროს გახლეჩვის მცდელობა და პარალელური სტრუქტურებით მანიპულირება.
2. "კალათბურთელთა კავშირის" წევრი თორთლაძე აცხადებს: "სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თავის დროზე დადო დასკვნა, რომლის მიხედვით, კალათბურთის ფედერაციას წესდების შემუშავებისას უნდა გაეთვალისწინებინა სამინისტროს რეკომენდაციები".
კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაცხადებთ: ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია კალათბურთთან (მათ შორის, ფედერაციის წესდების), უნდა მიიღონ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებმა. შესაბამისად, ნებისმიერი გარედან ჩარევა, მათ შორის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ყიფიანის მხრიდან, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მით უმეტეს, როცა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიბა) წესდების 9.7 მუხლში გარკვევით აღნიშნულია:
"წევრმა ეროვნულმა ფედერაციებმა უნდა მართონ თავიანთი საქმიანობა დამოუკიდებლად და მესამე მხარის ზემოქმედების გარეშე".
იმის საილუსტრაციოდ, რომ მინისტრ ყიფიანის მხრიდან ფედერაციის წესდებასთან დაკავშირებით ხდებოდა და ხდება ფედერაციის საქმიანობაში ჩარევა პერმანენტული წერილების სახით, წარმოგიდგენთ ბოლო მიმოწერას მინისტრსა და ფედერაციას შორის:
წყარო: gbf.ge