"ლევან ყიფიანი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საქმიანობაში ერევა!" [PHOTO]

AutoSharing Option
2013 წლის 6 ნოემბერს გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა "კალათბურთელთა კავშირის" წევრების - მიხეილ ახვლედიანისა და დავით თორთლაძის კომენტარები (იხილეთ სტატია).

აუცილებლობად მიგვაჩნია, ამ კომენტარებთან დაკავშირებით განვაცხადოთ შემდეგი:

1. "კალათბურთელთა კავშირის" ხელმძღვანელი ახვლედიანი მორიგ ტყუილს ავრცელებს, როცა ამბობს: "წლეულს საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 12 ფედერაცია დააარსა".

ვაცხადებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას არც წლეულს და არც მანამდე არანაირი ფედერაცია ან სხვა სახის ორგანიზაციები არ დაუფუძნებია. ამის გადამოწმება ნებისმიერ მსურველს ძალიან მარტივად შეუძლია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ვებ-გვერდის საშუალებით, სადაც ვერ ნახავთ
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ დაფუძნებულ ვერც ერთ ორგანიზაციას.

მოვუწოდებთ "კალათბურთელთა კავშირის" ხელმძღვანელ ახვლედიანს, რომ შეწყვიტოს სიცრუის ტირაჟირება და მრავალრიცხოვანი ტყუილებით საკალათბურთო სტრუქტურების შეცდომაში შეყვანა.

იმავე კომენტარში ვკითხულობთ: "თუ ეროვნული ფედერაცია ჩიხში შევა, კონფლიქტი იქნება სპორტის სამინისტროსთან, ხელისუფლებასთან, კლუბებთან, ბავშვთა სკოლებთან, მაშინ ჩვენი ფედერაციის არსებობა შეიძლება აქტუალური გახდეს".

ამ კომენტარით კიდევ ერთხელ დასტურდება ჩვენი მოსაზრება მის სეპარატისტულ ქმედებებთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მივმართავთ ახვლედიანს, მოეგოს გონს და შეწყვიტოს საკალათბურთო სამყაროს გახლეჩვის მცდელობა და პარალელური სტრუქტურებით მანიპულირება.

2. "კალათბურთელთა კავშირის" წევრი თორთლაძე აცხადებს: "სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თავის დროზე დადო დასკვნა, რომლის მიხედვით, კალათბურთის ფედერაციას წესდების შემუშავებისას უნდა გაეთვალისწინებინა სამინისტროს რეკომენდაციები".

კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაცხადებთ: ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია კალათბურთთან (მათ შორის, ფედერაციის წესდების), უნდა მიიღონ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებმა. შესაბამისად, ნებისმიერი გარედან ჩარევა, მათ შორის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ყიფიანის მხრიდან, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მით უმეტეს, როცა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიბა) წესდების 9.7 მუხლში გარკვევით აღნიშნულია:

"წევრმა ეროვნულმა ფედერაციებმა უნდა მართონ თავიანთი საქმიანობა დამოუკიდებლად და მესამე მხარის ზემოქმედების გარეშე".

იმის საილუსტრაციოდ, რომ მინისტრ ყიფიანის მხრიდან ფედერაციის წესდებასთან დაკავშირებით ხდებოდა და ხდება ფედერაციის საქმიანობაში ჩარევა პერმანენტული წერილების სახით, წარმოგიდგენთ ბოლო მიმოწერას მინისტრსა და ფედერაციას შორის:

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
გენაცვალეთ ბატონო ბესო მაგ პასუხში. ესეთი თავმოყვარე და ღირსეული მოღვაწე ბევრი არ მოიძებნება დღეს, მაგრამ ზოგიერთებს რატომღაც ქვემძრომი ახვლედიანის და მაგის მოდგმის სჯერა, მოდაა ეგეთი და მაგიტომ... დააფასეთ ლიპარტელიანის მოღვაწეობა თორემ სახვეწარი არაფერი აქვს მაგ კაცს,არ გაუჭირდება ამ პოსტის გარეშეც, წავა და მერე სანატრებელი გაგიხდებათ!
თემო ტყეშელაშვილი
19:00 06-11-2013
0
კალათბურთს უკვე დარხეული აქ თაობა აღარ მოდის და აწი გინდა ბესო იყოს და გინდა კესო თუ ვინმეს იმის იმედი აქ წამოჯდება ფედერაციაში და მერე ბიძინას მოწველის ვაი მის პატრონს უბედურს სანამ სახელმწიფოს იქ თავის ხალხი არ ეყოლება კაპიკს არავინ ჩადებს ფულს ივანიშვილი არავის ანდობს თავის ხალხის გარდა თუ ფული მთავრობამ არ აკონტროლა კაპიკს არ ჩადებს არააა.და სწორიც იქნება.ფედერაციაში ვინც მოვა ფულიც იმან უნდა იშოვოს და სპონსორებიც თუ დამოუკიდებელი ხარ შენი თავი შენვე უნდა არჩინო.
qutaiseli
20:33 06-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული