ეს იყო რიგით მე-6 შეხვედრა იმ გრაფიკიდან, რომელიც გამგეობამ საკალათბურთო საზოგადოების ყველა ფენასთან შესახვედრად დაგეგმა.
შეხვედრაზე არ მოვიდა "კალათბურთელთა კავშირის" პრეზიდენტი მიხეილ ახვლედიანი და ყველა ის მწვრთნელი თუ ვეტერანი, რომელიც ამ ორგანიზაციაშია გაწევრიანებული. შეხვედრაზე მოწვეული იყო "კალათბურთის კავშირიც" გიორგი მარკოიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც "რედისონში" არ გამოჩენილა.
შეხვედრაზე თავდაპირველად სიტყვით პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, თბილისის კალათბურთის განვითარების ვიცე-პრეზიდენტი, მიხეილ გაბრიჩიძე გამოვიდა:
"არ შემიძლია აღშფთება არ გამოვხატო იმ უსაფუძვლო
თემურ დათიკაშვილი, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრი:
"25 წელია, პატარებში თბილისის ჩემპიონატი არ ჩატარებულა. ჩვენ უკვე ჩავატარეთ 16 და 18 წლიანთა დედაქალაქის პირველობა. ის კი არა, ერთ-ერთმა ბავშვმა ხელი მოიტეხა და წავედით, იმასაც ვუმკურნალეთ. არავის დასაყვედრებელი არაფერი არ გვაქვს".
ვახტანგ ნაცვლიშვილი, თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
"თბილისის კალათბურთის ფედერაციაც 2013 წელსაა დაარსებული, ისევე როგორც კიდევ 10-ამდე ორგანიზაცია და ჩნდება ლეგიტიმური კითხვები: რატომ დარეგისტრირდნენ ასე მასიურად. ამავდროულად ეს არ არის განმსაზღვრელი, რადგან ყველას სუბიექტური ნებაა, რომთუ როდის დაარეგისტრირებს თავის ორგანიზაციას.
მთავარია, თუ რას საქმიანობ და მე ვეთანხმები თბილისის კალათბურთის განვითარების წარმომადგენლებს, ეს ადამიანები საქმიანობენ და მართლაც შეურცხმყოფელია ვიღაცისგან შენიშვნები, თუ რატომ დარეგისტრირდნენ ახლა.
მაგრამ ზოგი ფედერაცია მართლაც ქაღალდზე რჩება, რასაც ვერ ვიტყვით თბილისის კალათბურთის ფედერაციაზე, რომელსაც 2013 წლის მარტის თვიდან, რაც ვარსებობთ, 300 ათასი ლარი გვაქვს უკვე დახარჯული.
მე მაქვს წინადადება, რომ ამ დაძაბულობის და გაუგებრობების ასაცილებლად, ფიბა-დან მოწვეულ იქნას შესაბამისი ექსპერტები, რომლებიც ადგილზე დააკვირდებიან იმ სიტუაციას, რაც არჩევნებს ახლავს. არ ვიცი, ეს როგორ და რა ფორმით მოხდება, ან რამდენი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია. ეს დაგვეხმარება იმის განსასაზღვრად, თუ რა არის სწორი, ვის უნდა ქონდეს ხმა.
მე დღესაც გავიმეორებ, რომ ხმა არ უნდა განისაზღვროს იმის შესაბამისად, თუ რამდენად კარგად თამაშობდა ვინმე კალათბურთს. მიმაჩნია, რომ ფიზიკურ პირებს არ უნდა ჰქონდეთ საარჩევნო ხმა, არამდე მხოლოდ იურუდიული პირები უნდა სარგებლობდნენ ხმის უფლებით".
ბესიკ ლიპარტელიანი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:
"ფედერაციამ ჯერ კიდევ ზაფხულში მოამზადა წესდების ვარიანტი, რომელშიც გაითვალისწინა ყველა დემოკრატიული პრინციპი. ასევე გავითვალისწინეთ იმ რეკომენდაციების 80 პროცენტი, რომლებიც სამინისტრომ წარმოგვიდგინა.
სწორედ იმ პერიოდში "კალათბურთელთა კავშირის" მიერ შეიქმნა საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. მათ შეეძლოთ, დაერქმიათ ამ ორგანიზაციისთვის კავშირი, მაგრამ განზრახ გააკეთეს ესე, რადგან იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე კლუბი წამოეგებოდა მათ უსამართლო ნაბიჯებს, შექმნილიყო ალტერნატიული ლიგა.
ამას მოჰყვა ის ზეწოლა, რომელიც მათ განახორციელეს 10 აგვისტოს დანიშნული ყრილობის წინა პერიოდში. ზეწოლა ყველაზე არ ყოფილა და ეს ცუდად იქნა თავდაპირველად აღქმული. ზეწოლა იყო 5-6 კაცზე, რომლებიც თავის სათქმელს კიდევ იტყვიან, სანამ არჩევნები გაიმართება.
მინისტრი მოითხოვდა, რომ კონკრეტულად მიშა ახვლედიანის კავშირთან გვქონოდა წესდებაზე მუშაობისას შეხება. სხვა კავშირებმა რა დააშავეს, სხვა კანდიდატები რატომ არ უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები?!
სწორედ ამიტომ, რომ არ ყოფილიყო წესდება თავს მოხვეული, ჩვენ გადავწყვიტეთ, შევხვდეთ საკალათბურთო სამყაროს ყველა ფენას. ეს უკვე მე-6 შეხვედრაა, დარჩა სულ 2-3 შეხვედრა და მერე უკვე, 2-3 დღეში გვეცოდინება საარჩევნო პროცედურებიც და იქნება წესდებაც, რომელსაც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა დაამტკიცებს".
ვახტანგ ნაცვლიშვილმა, როგორც "დინამო თბილისის" პრეზიდენტმა, დაადასტურა, რომ მისი გუნდი არანაირ ბოიკოტში არ მიიღებს მონაწილეობას:
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ "დინამო" არანაირ ბოიკოტს არ აცხადებს და ითანამშრომლებს მხოლოდ იმ ორგანოსთან, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის, ამ შემთხვევაში, ფიბა-ს მიერ არის აღიარებული.
რაც შეეხება კლუბების ბოიკოტს, პროტესტს, თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ჩემი პოზიცია ესეთია: ყველაფერი უკავშირდება 10 აგვისტოს დანიშნულ ფედერაციის ყრილობას, რომელსაც მე სერიზულ პრობლემად არ აღვიქვამ. იქ დარჩნენ დელეგატები და შეიძლება დაეყენებინათ პრეზიდენტის, ფედერაციის იმპიჩმენტის საკითხი, მაგრამ დადგა მხოლოდ წესდებაზე მომუშავე ჯგუფის შექმნის საკითხი.
აუცილებელია ისეთი წესდების შექმნა, რომელიც იქნება ყველასთვის მისაღები და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ საკითხის ირგვლივ დავა-კამათი.
ასევე მინდა განვმატრო, რომ ჩემი აზრით, კლუბებს მათი საქმიანობის მიხედვით უნდა მიეცეთ ხმის უფლება. რატომ უნდა ჰქონდეს "შსს-აკადემიას" და ვთქვთ "ფოთს" თანაბარი ხმების რაოდენობა, როცა შსს-ს ყველა ასაკში გამოჰყავს გუნდი, "ფოთს" კი მხოლოდ 1 გუნდი გააჩნია".
მერაბ რატიშვილი, კალათბურთის ეროვნული ფედრეაციის გენერალური მდივანი:
"ამ მხრივ მოვიყვან ერთ მაგალითს. ავიღოთ სახელმწიფო ანდორა, სადაც კალათბურთელების მთლიანი რაოდენობა შეიძლება არ აღემატებოდეს ერთ რუსული კლუბის რაოდენობას. ფიბა-ში ხმის უფლება ერთნაირად აქვთ როგორც ანდორას, ისე რუსეთს".
კახა შენგელია, ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი:
"შსს აკადემიას" იმის ხარჯზე ჰყავს გუნდები, რომ იქ ბავშვებს უფასოდ ავარჯიშებენ. ამის გამო დაიცალა "მართვეს" განთქმული სკოლა, მშობლებმა ბავშვები შსს-ს აკადემიაში წაიყვანეს, სადაც სახელმწიფოს ფულით ფინანსდებიან მწვრთნელები. შესაბამისად, იქ აღმოჩნდა მწვრთნელების უმრავლესობა. სახელმწიფოს ფულით იოლია გუნდების გამოყვანა.
გამოვეხმაურები მიშა ახვლედიანის ბრალდებას, თითქოსდა ჩვენ ხელოვნურად გვინდა ხმების გაზრდა. მე იქით დავადანაშაულებ ახვლედიანს და მის გუნდს, რომ მათ ხმების შემცირება უნდათ იმ იმედით, რომ თავიანთთვის სასურველ კანდიდატებს მოუყარონ საარჩევნოდ თავი. ამას ისინი აკეთებენ ძალადობის, დაშინების გზით, რაც უკვე აშკარაა".
ოთარ ბრაგვაძე, კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
"ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი, რადგან არ მჩვევია ასეთი რამ, თუმცა როცა გაზეთ "ლელოში" დაიწერა, თითქოსდა მე განვაცხადე, რომ ჩვენი ფედერაციის მიმართ ზეწოლა არ ყოფილა, დავურეკე ბესიკ ლიპარტელიანს და ტელევიზიებსაც მივეცი ინტერვიუ.
საქმე იმაშია, რომ მიშა ახვლედიანმა მე არაერთხელ დამირეკა და მითხრა, ყრილობაზე არ ჩამოვსულიყავი. ამით ის ლიპარტელიანის მხარდამჭერთა რიცხვს ამცირებდა".
ზაზა გაბისონია, ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი:
"მიმაჩნია, რომ ქვემო ქართლის ფედერაცია და ზოგადად, რეგიონალური ფედერაციები კლუბებზე ნაკლებ ხმას არ იმსახურებენ.
მერე რა, რომ რეგიონებში იმდენი ბავშვი არ დადის კალათბურთზე, რამდენიც თუნდაც "დინამოში", ან შსს-ში. რესურსი დედაქალაქში უფრო მეტია, ვიდრე ვთქვათ მარნეულში, სადაც მოვარჯიშე 50 ბავშვი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თბილისის სკოლების 200 და 300 ბავშვი".
თემურ დათიკაშვილი:
"მოვიყვანერთ მაგალითს. ფოთში მუშაობს ყველასათვის კარგად ნაცნობი ყოფილი კალათბურთელი როლანდ გარუჩავა, რომელსაც ფეხები აწუხებს და ამ ბოლოს ყავარჯნებით დადის დარბაზში, სადაც წვიმის დროს წყალი ჩამოდის.
ის თავისი ხელით ეწევა სარემონტო სამუშაოებს, რათა ბავშვებს სავარჯიშო პირობები შეუქმნას და დამიჯერეთ, მის მიერ გაწეული სამუშაო შესაძლოა ბევრად ღირებული და დასაფასებელი იყოს, ვიდრე ნებისმიერი თბილისელი სპორტსკოლის მწვრთნელისა.
მე, როგორც "ვითას" ხელმძღვანელს, კლუბისა, რომელსაც ყველაზე მეტჯერ მოუგია საქართველოს ჩემპიონობა, რატომ არ უნდა მქონდეს ხმის უფლება მაშინ, როცა ეს ისეთ ადამიანს გააჩნია, რომელიც ეხლა მოვიდა კალათბურთში. იმიტომ აქვს ხმა, რომ კარგი მენეჯერია და თანამდებობაზეა დანიშნული, თუმცა 1-2 წელიწადში აღარ იქნება ამ სფეროში. მე ვინმეზე ნაკლებად შემტკივა ქართულ კალათბურთზე გული, ან ვინმეზე ნაკლებად მესმის კალათბურთის არსი და მნიშვნელობა?
მართალია, სპორტს დღეს საქართველოში ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს და ამის გამო მინისტრმა ხომ არ უნდა დანიშნოს ფედერაციის პრეზიდენტი. არც ეს იქნება პრობლემა, უბრალოდ თქვან, რომ ასე აპირებენ და გვეცოდინება და აღარ იქნება ამდენი ლაპარაკი საჭირო".
ბესიკ ლიპარტელიანი:
"ჩვენ გვექნება კიდევ რამდენიმე მცდელობა, რომ მეორე მხარეს შევხვდეთ. დარჩენილი გვაქვს შეხვედრები სამინისტროსთან, ოლიმპიურ კომიტეტთან და ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებთან. ჩვენ სამივე შეხვედრაზე დავუძახებთ მიშა ახვლედიანს და თუ მაინც არ ისურვებს ჩვენთან შეხვედრას, რას ვიზავთ - არც მისით დაწყებულა კალათბურთი და არც მისით დასრულდება.
შეხვედრების დასრულებიდან 2-3 დღეში გამგეობა შეიმუშავებს ახალ წესდებას, რომელშიც საკალათბურთო სამყაროს ყველა ფენის აზრი იქნება გათვალისწინებული.
ჩვენ არ წამოვეგებით იმ პროვოკაციაზე, რომელიც დიდი ალბათობით მიშა ახვლედიანისგან წამოვა. არც პრესით და არც ტელევიზიით არ ვუპასუხებთ იმ სიბინძურეს, რასაც ის აქამდე ამბობდა და მომავალშიც ალბათ კიდევ იტყვის".
წყარო: www.gbf.ge