გთავაზობთ ლიპარტელიანის განცხადებას:
"2013 წლის 11 დეკემბრის კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, მსურს გავაკეთო შემდეგი განცხადება:
2001 წლის ბოლოდან დღევანდელ დღემდე გახლავართ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.
არ შევუდგები ამ პერიოდის განმავლობაში ფედერაციის საქმიანობის შეფასებას, რადგან აღნიშნული საქმიანობის მთავარი მსაჯული, პირველ რიგში, საკალათბურთო საზოგადოება და გულშემატკივარია.
მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ად
მათი შრომა და თანადგომა ქართული კალათბურთის მიმართ იყო უმნიშვნელოვანესი და ძალზედ ფასეული ამ რთული წლების განმავლობაში.
ვაცხადებ, რომ 2013 წლის 11 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იქნას არჩეული მხოლოდ საკალათბურთო საზოგადოების მიერ.
ამ უმთავრესი პრინციპის გამო მე, როგორც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და გამგეობის თავმჯდომარე, ფედერაციის გამგეობის სხვა წევრებთან ერთად, ავიღე პასუხისმგებლობა, მოვამზადოთ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის თავისუფალი და დემოკრატიული გარემო, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საკალათბურთო საზოგადოების აზრები და ხედვები.
სწორედ ამ მიზნით გაიმართა ფართომასშტაბიანი შეხვედრები საკალათბურთო საზოგადოებასთან და მათი აზრები იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული. ამა წლის 15 ნოემბერს ფედერაციის გამგეობა დაასახელებს პრეზიდენტის არჩევის წესს და დელეგატთა ვინაობას.
ჩემი განცხადებით, რომ მე არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას, აბსოლუტურ თავისუფლებას ვანიჭებ ფედერაციის გამგეობას, რათა მათ ობიექტურად შეძლონ ღირსეული დელეგატების ვინაობის დასახელება, რომლებიც იქნებიან ამ ეტაპზე ქართული საკალათბურთო საზოგადოების აზრის ობიექტურად გამომხატველნი".
წყარო: www.gbf.ge