ევრობასკეტის ფორმატში ცვლილება იქნება

AutoSharing Option
ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობამ ესპანეთში შეხვედრა მოაწყო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ევრობასკეტის ფორმატია. როგორც ცნობილია, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი უკრაინაში გაიმართება.

ამ შეჯიბრებაში სწორედ ისეთი სისტემა იქნება, როგორიც 2013 წელს სლოვენიაში - პირველ ჯგუფურ ეტაპს 12-გუნდა მეორე ჯგუფური ეტაპი მოჰყვება, რის შემდეგაც გუნდები მეოთხედფინალში დაწყვილდებიან.

ფიბა-ევროპის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, 2017 წელს ევროპის ჩემპიონატი სხვა სისტემით გაიმართება: გუნდები პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი ოფს ითამაშებენ. ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე არ არის განმარტებული, 24-დან რამდენი გუნდი ითამაშებს პლეი ოფში.

შეიძლება, 16 გავიდეს და
ბრძოლა მერვედფინალში გაგრძელდეს, ან 8 ნაკრებმა თამაში მეოთხედფინალში განაგრძოს (რაც ნაკლებად სავარაუდოა).

ასეა თუ ისე, ევრობასკეტის ფორმატს უახლოეს მომავალში სრულყოფილად შევიტყობთ. აქ კი შეგახსენებთ, რომ ფიბას მოთხოვნით, ევროპის ჩემპიონატები 2017 წლის შემდეგ ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა გაიმართოს, თუმცა, როგორი სისტემით ჩატარდება შესარჩევი ეტაპი, ამ საკითხს ჯერ ნათელი არ მოჰფენია.

ფიბას პროექტის შესახებ ამ დღეებში დაწვრილებით კიდევ ვილაპარაკებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული