მიხეილ გაბრიჩიძემ საინტერესო ამბავი მოგვითხრო:
- შევხვდი ფოთის სპორტსკოლისა და სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს. ვნახე დარბაზი, რომელიც ვეტერანი როლანდ გარუჩავას ხელმძღვანელობით ფოთში საკუთარი ხელით გაარემონტეს: პორტში მოიძიეს ხე-ტყე, რომელიც თავად დახერხეს და ისეთი დარბაზი გამოვიდა, არა მხოლოდ უმცროსების, დიდების თამაშების ჩატარებაც შეიძლება.
ფოთის ხელმძღვანელობამ კალათბურთის მწვრთნელების მონდომება რომ დაინახა, მხარში ამოუდგა და შენობა მერიის ბალანსზე გადაიყვანა. მანამდე იგი ეკონომიკის
როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, დარბაზთან არის შენობა, რომელშიც შეიძლება 40-50-კაციანი სასტუმრო მოეწყოს და კალათბურთის სათამაშოდ ჩასულ სტუმრებს უმასპინძლოს. ასევე, შესაძლებელია, ფოთში საკალათბურთო ინტერნატის ტიპის სკოლა გაიხსნას.
მიხეილ გაბრიჩიძეს ქუთაისზეც ვკითხეთ.
- პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში პირველი გასვლითი შეხვედრები ქუთაისში მქონდა. ამ ქალაქის საკალათბურთო მნიშვნელობასა და ისტორიაზე საუბარს აღარ მოვყვები.
შევხვდი იმერეთის კალათბურთის ფედერაციისა და სპორტსკოლის წარმომადგენლებს. სხვა საკითხებთან ერთად, ვისაუბრეთ დარბაზზე, სადაც მოედნის საფარი არ იძლევა სხვადასხვა მაღალი დონის შეჯიბრების მასპინძლობის საშუალებას.
როგორც მითხრეს, მოედნის გამოცვლა მომავალ წელს იგეგმება და ქუთაისს სრულფასოვანი არენა ექნება. ვერ შევხვდი საკალათბურთო კლუბის წარმომადგენლებს, რომლებთანაც ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ ვისაუბრებ.