როგორც ვლადიმერ ბოისამ განმარტა, მან გადაწყვეტილების მიღებამდე გაბრიჩიძესთან რამდენიმე შეხვედრა გამართა.
"მე რამდენჯერმე შევხვდი გაბრიჩიძეს და მისი პროგრამიდან და ხედვებიდან გამომდინარე, ვხსნი ჩემს კანდიდატურას მის სასარგებლოდ. მზად ვარ, ჩემი გამოცდილებაც, რომელიც მივიღე საქართველოსა თუ ევროპაში, გავუზიარო ახალ პრეზიდენტს და დავეხმარო მას, როგორც საჭიროება მოითხოვს", - განაცხადა ბოისამ.
კახა შენგელიას თქმით კი, უერთდება ვლადიმერ ბოისას პოზიციას და კანდიდატურის მოხსნისას თავადაც კალათბურთის ფედერაციის განვითარების საკითხზე გაბრიჩიძის
"მე გავეცანი გაბრიჩიძის პროგრამას. ჩვენი ხედვები ერთმანეთს თითქმის ყველაფერში ემთხვევა. აქედან გამომდინარე, ვუერთდები ვლადიმერ ბოისას გადაწყვეტილებას და მეც კანდიდატურას მიხეილ გაბრიჩიძის სასარგებლოდ ვხსნი", - განაცხადა შენგელიამ.
თავის მხრივ, მიხეილ გაბრიჩიძემ მადლობა გადაუხადა უკვე მის ყოფილ კონკურენტებს და განაცხადა, რომ მზად არის, მაქსიმალურად იზრუნოს საქართველოში კალათბურთის განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მანამდე საკუთარი კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსნა მიხეილ ახვლედიანმა.
მისი განმარტებით, დღევანდელი ყრილობა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები უკანონო იქნება, რადგან წესდებაში, რომლითაც ფედერაციის ყრილობა ტარდება, ბევრი ხარვეზია.
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის, შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ ერთი, მიხეილ გაბრიჩიძის კანდიდატურა. ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე წუთში დაიწყება.
წყარო: interpressnews.ge