ქართველები და ევროკალათბურთი

AutoSharing Option
გასულ შაბათს 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადის ამბავი გაგახსენეთ. გერმანიაში ამერიკელების მძლეველი საბჭოელები 1973 წლის ევროპის ჩემპიონატზე უპირობო ფავორიტები იყვნენ. თანაც, მანამდე სსრკ-ს ევრობასკეტი ზედიზედ 8-ჯერ ჰქონდა მოგებული (ოთხჯერ ზურაბ საკანდელიძესთან ერთად).

ჰოდა, შეიძლება სწორედ ასეთმა გარემოებებმა განაპირობა საბჭოთა ნაკრების წევრების თავდაჯერება. მათ ნახევარფინალში ესპანეთთან 4 ქულის სხვაობით წააგეს - 76:80. არადა, ზუსტად ორი წლის წინათ სსრკ-მ იმავე ესპანეთს გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო - 118:58.

1973 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველთაგან მხოლოდ ზურაბ საკანდელიძემ ითამაშა, რომელმაც ევრობასკეტის შემდეგ საკალათბურთო კარიერა დაასრულა. ასე და
ამგვარად, იგი ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან ქართველ კალათბურთელად ჩაიწერა: მოიგო 1972 წლის ოლიმპიადა, ხოლო 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს დაეუფლა; 1967 წელს მისი დახმარებით სსრ კავშირის ნაკრებმა მონტევიდეოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა; საკანდელიძე ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965, 1967, 1969, 1971) და ბრინჯაოს პრიზიორია (1973).

თუ, 1973 წელს იუგოსლავიამ ევროპის ჩემპიონატი ისე მოიგო, რომ საბჭოელებს არ შეხვედრია, 1975 წელს ფინალის დარ მატჩში სსრკ 90:84 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ეს უკვე ახალი ეპოქის დასაწყისის მომასწავებელი იყო: თუ 60-იან წლებამდე საბჭოელებს მეტ-ნაკლებ წინააღმდეგობას პოლონელები, უნგრელები და ჩეხოსლოვაკიელები უწევდნენ, შემდეგ სერიოზული პროგრესი განიცადა იუგოსლავიურმა სკოლამ და საბჭოელების უმთავრეს კონკურენტად იქცა.

1975 წლის ევრობასკეტზე ითამაშა მიხეილ ქორქიამ, რომელიც საშუალოდ 6.8 ქულას აგროვებდა. მასზე ვრცლად მომდევნო შაბათს მოგითხრობთ.


ევრობასკეტი-1973
ბადალონა, ბარსელონა (ესპანეთი)
I ეტაპი
A ჯგუფი
სსრკ-პოლონეთი 104:83
საკანდელიძე: 4 ქულა.

სსრკ-ჩეხოსლოვაკია 77:55
საკანდელიძე: 2ქ, 2ფ.

სსრკ-თურქეთი 79:53
საკანდელიძე: 2ქ, 3ფ.

სსრკ-ისრაელი 101:78
საკანდელიძე: 3ფ.

სსრკ-რუმინეთი 98:84
საკანდელიძე: 2ქ, 4ფ.


თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 5 5 0 459/353 10
2. ჩეხოსლოვაკია 5 4 1 364/370 9
3. თურქეთი 5 2 3 345/386 7
4. ისრაელი 5 2 3 443/451 7
5. პოლონეთი 5 1 4 376/408 6
6. რუმინეთი 5 1 4 369/388 6

1/2 ფინალი
სსრკ-ესპანეთი 76:80
საკანდელიძე: 2ფ.

იუგოსლავია-ჩეხოსლოვაკია 96:71

ფინალი
იუგოსლავია-ესპანეთი 78:67

III ადგილისთვის
სსრკ-ჩეხსლოვაკია 90:58
საკანდელიძე: 0ქ.

ევრობასკეტი-1975
იუგოსლავია
I ეტაპი
B ჯგუფი
სსრკ-პოლონეთი 79:72
მ. ქორქია: 13ქ, 4ფ.

სსრკ-ჩეხოსლოვაკია 91:81
მ. ქორქია: 6ქ, 4ფ.

სსრკ-ისრაელი 85:71
მ. ქორქია: 7ქ, 3ფ.


თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 3 3 0 255/224 6
2. ჩეხოსლოვაკია 3 2 1 261/252 5
3. ისრაელი 3 1 2 246/255 4
4. პოლონეთი 3 0 3 232/263 3

ფინალური ეტაპი
სსრკ-იტალია 69:65
მ. ქორქია: 8ქ, 3ფ.

სსრკ-ბულგარეთი 92:79
მ. ქორქია: 6ქ.

სსრკ-ესპანეთი 94:80
ქორქია: 2ქ, 3ფ.

სსრკ-იუგოსლავია 84:90
ქორქია: 5ქ, 4ფ.

1. იუგოსლავია 5 5 0 460/373 10
2. სსრკ 5 4 1 432/395 9
3. იტალია 5 2 3 381/364 7
4. ესპანეთი 5 2 3 397/422 7
5. ბულგარეთი 5 1 4 386/444 6
6. ჩეხოსლოვაკია 5 1 4 358/416 6


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული