დიდი ალბათობით, ვითიბი ლიგაზე "კრასნიე კრილიას" ქართული "ვითა" შეცვლის

AutoSharing Option
გამოცემა "ევროჰუპსმა" ჩვენთვის მეტად საინტერესო პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ვითიბი ლიგაზე ახლად აღდგენილი "ვითას" მომავალს ეხება.

გთავაზობთ ჟურნალისტ ლეფტერის მოუტისის სტატიის თარგმანს.

"2015-16 წლების სეზონში ვითიბი ლიგაში კვლავ 16 გუნდი ითამაშებს. თუმცა გარკვეული ცვლილებები მაინც იგეგმება. დიდი ალბათობით, რუსულ კლუბ "კრასნიე კრილიას" ქართული "ვითა" ჩაანაცვლებს.

რამდენიმე დღის წინ "კრასნიე კრილიას" ხელმძღვანელებმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ოთხწლიანი სტუმრობის შემდეგ ვითიბი ლიგას ტოვებენ. ამის მიზეზი ფინანსური პრობლემებია, რის გამოც კლუბმა გასული ჩემპიონატი ბოლო ადგილზე დაასრულა.

სამარელთა ხელმძღვანელებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ვითიბი ლიგაში დაბრუნებაზე განაცხადს
მას შემდეგ გააკეთებენ, რაც დარბაზის ტევადობას გაზრდიან. ლიგის წესდების მიხედვით, ტრიბუნებზე 300-ზე ნაკლები მაყურებელი არ უნდა ეტეოდეს. "კრასნიე კრილიას" დარბაზი კი სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

როგორც უკვე ვთქვით, სამარელთა ადგილს ვითიბი ლიგის 2015-16 წლების სეზონში, სავარაუდოდ, "ვითა" დაიკავებს, რომელიც პირველი ქართული გუნდი იქნება, რომელიც ვითიბიში ჩაებმება.

"ვითა" 90-იან წლებში ქართული კალათბურთის ფლაგმანი იყო და ძველი დიდების დაბრუნებას ახლა აპირებს".
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული