კახა შენგელია: კალათბურთის ფედერაცია 6,5 მლნ ლარს არამიზნობრივად ხარჯავს!

AutoSharing Option
ფოტოზე: მიხეილ გაბრიჩიძე და კახა შენგელია
გუშინ, 1-ელ ივნისს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და გამგეობის წევრმა თემურ დათიკაშვილმა გამგეობის სხდომა სკანდალურად დატოვეს.

როგორც ირკვევა, შენგელია და დათიკაშვილი ფედერაციას მომავალი კალათბურთელებისათვის გამოყოფილი მილიონობით ლარის არამიზნობრივად გახარჯვაში ადანაშაულებენ! საუბარია ესპანურ კლუბ "სასკი ბასკონიასა" და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელების ესპანეთში მომზადებას ითვალისწინებს.

რას აძლევს საქართველოს "ბასკონიასთან" გაფორმებული კონტრაქტი?

შეგახსენებთ, რომ "ბასკონიას" მთავარ გუნდში თორნიკე შენგელია თამაშობს, ასაკობრივ გუნდებში კი ლუკა ბულაშვილი, ნიკოლოზ დარბაიძე და
გიორგი ტურძელაძე
ირიცხებიან.

ვითარებაში გასარკვევად Sportall.ge კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ კახა შენგელიას დაუკავშირდა.

"ყველანაირი დოკუმენტაცია გამაჩნია ხელთ, მათ შორის, ფედერაციის მიერ მოცემულიც, სადაც ნათლად ჩანს ეს ყველაფერი.

რომ არა გენერალური მდივნის, გიორგი ქართველიშვილის საგაზეთო ინტერვიუ, დღემდე ვერ გავიგებდი სიმართლეს. სწორედ მანდ დაიწერა, რომ 1,5 მილიონი ლარი დაჯდებოდა ეს ყველაფერი ხუთ წელიწადში. არადა, კონტრაქტში წერია, რომ 2,5 მილიონი ევრო ჯდება, ანუ 6,5 მილიონი ლარი ხუთ წელიწადში.

სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი. ჩავატარე გამგეობის საგანგებო სხდომა, წერილით მივმართე ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძეს და განვიხილეთ ეს თემა. მან "ვარდისფერ ფერებში" დაგვიხატა ვითარება, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის მომგებიანია, მაგრამ მე ამ ყველაფერს ვემიჯნები!

გაბრიჩიძემ თქვა, რომ უცხოელების გაყიდვიდან თანხის 30%-ს მივიღებთ, ქართველებიდან - 50%-ს. ეს არ არის განვითარებისთვის კარგი. ამას სჯობს, ფული აქ დაიხარჯოს, გვაქვს საამისოდ პირობები - კარგი ინფრასტრუქტურაც და, მათ შორის, კვალიფიციური მწვრთნელებიც, რომლებიც მიხედავდნენ ამ ყველაფერს და საბოლოოდ, დაგვიჯდებოდა ამ თანხის მესამედი.

ამიტომაც ვდებ ბრალს ფედერაციას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში. და ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, როცა "ბ" ლიგაში სტატისტიკოსები მოაკლეს ეკონომიის მიზნით, კომისრები არ ესწრებიან თამაშებს, გოგონების ორ ნაკრებს ჰყავს ერთი ექიმი...

ნებისმიერი ჩემი წინადადება, რომელიც იწყებოდა ფრაზით: "მოდი, ეს გავაკეთოთ...", მთავრდება იმით, რომ "ფული არ არის"! არ იზიარებენ ჩემს კონცეფციას, ჩემს შეხედულებებს და პროტესტის ნიშნად ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ვტოვებ. ასევე, გამგეობის წევრობასაც. ეს ჯერ სიტყვიერად, მაგრამ ოფიციალურადაც ვაპირებ.

როცა იმ კონტრაქტის გაფორმება ხდებოდა, მე თან ვახლდი ფედერაციის წარმომადგენლებს ესპანეთში. წამიყვანეს, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ ჩემი წაყვანა გარანტიად სჭირდებოდათ - თორნიკე შენგელია "ბასკონიაში" თამაშობს, აგერ მამამისიც ჩვენთან არისო...

იმ შეხვედრაზეც მხოლოდ ზედაპირული საუბარი იყო. ითქვა ყოველწლიურად 15 ბავშვის გაგზავნაზე, საიდანაც მაქსიმუმ, 5-ს დაიტოვებდნენ. მას შემდეგ იმ ხალხთან შეხვედრაზე აღარასდროს ვყოფილვარ...

სადღეისო მდგომარეობით, ნახევარი მილიონი ევროა გადარიცხული, მაგრამ არცერთი ბავშვი არაა ესპანეთში. ლუკა ბულაშვილს სულაც მამამისი უხდიდა თანხას - მაქვს კლუბიდან გამოგზავნილი ინვოისი. ჯამში, 25 000 აქვს მამამისს გადახდილი და მაქვს ქვითრებიც კი...

ნიკა დარბაიძეც იყო ჩასული 2 თვით და ისეთი საშინელი პირობები იყო, გახედვაც აღარ უნდა ესპანეთისკენ.

Sportall.ge შეეცდება, საკითხთან დაკავშირებით მეორე მხარის, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პოზიციაც გაგაცნოთ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აუფ, ეს კახა შენგელია როდის მერე გახდა კალათბურთზე მზრუნველი. სასაცილოა, ამ ტიპს სუპერლიგაში მისვლის დღიდან მისი ნათესავ-მეგობრების დასაქმება და პროფესიონალების გაშვება უნდოდა. მერე, როგორც ყველასთვის ცნობილია, დიდუბის საკალათბურთო დარბაზის მითვისებას ცდილობდა და როდესაც ის დარბაზი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განკარგულებიტ ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო სკოლისთვის გადაეცა, გამწარდა და ინტრიგების ხლართვა დაიწყო. ერთი კაცი არ არის საკალატბურტო სამყაროში, კახა შენგელიაზე რომ კარგი თქვას. მისი შვილი კარგი ბიჭია და მის ჩათრევასაც ცდილობს. ეუბნება, ნაკრებში არ ითამაშშო.
თემო
17:33 02-06-2016
0
თემო 100%-ით მართალია. დიდუბის დარბაზის საკითხი მეც კარგად ვიცი. გეყოფა კახა რა..თოკოს ნუ უფუჭებ საქმეს.
goga
08:38 03-06-2016
0

სიახლეები პოპულარული