შეგახსენებთ, რომ კახა შენგელიამ და გამგეობის წევრმა თემურ დათიკაშვილმა გამგეობის სხდომა სკანდალურად დატოვეს. როგორც გაირკვა, შენგელია და დათიკაშვილი ფედერაციას მომავალი კალათბურთელებისათვის გამოყოფილი მილიონობით ლარის არამიზნობრივად გახარჯვაში ადანაშაულებენ! საუბარია ესპანურ კლუბ "სასკი ბასკონიასა" და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელების ესპანეთში მომზადებას ითვალისწინებს.
შენგელია მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და საჩუქრად კალათბურთის ბურთს უსახსოვრებს. კითხვების მიღება 9 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს. კახა
გაითვალისწინეთ: კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ - დაუსვი კითხვა კახა შენგელიას.