"ლელომ" ზაზა ფაჩულიას 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენისთვის დაწესებული ჯილდო გადასცა

AutoSharing Option
გაზეთმა "ლელომ" 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებული ზაზა ფაჩულია სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

გამოცემა ყოველწლიურად ატარებს გამოკითხვას, რომლის მიზანი წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოვლენაა. 2015 წელს ნომერ პირველ სპორტსმენად კალათბურთელი ზაზა ფაჩულია დასახელდა. მან ეს აღიარება საქართველოს ნაკრებსა და NBA-ს კლუბებში, "მილუოკისა" და "დალასში" წარმატებული თამაშით დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ბარიერი დაძლია და მერვედფინალში ითამაშა. ამერიკაში კი ზაზა ძალიან ახლოს იყო "ოლ სტარში" მოხვედრასთან.

რადგანაც იგი სეზონის ბოლომდე ამერიკაში იყო, "ლელოს" ტრადიციული ჯილდო მას დღეს, 23 ივნისს,
მისსავე სახელობის აკადემიაში გადაეცა.

"ეს ჩემთვის დიდი პატივია. ვეცდები, თქვენი და ქართველი ქომაგის იმედები მომავალშიც გავამართლო", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული