კახა შენგელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაიბარეს

AutoSharing Option
კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კახა შენგელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაიბარეს.

როგორც ირკვევა, შენგელია იმ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფონდ "5+11"-სა და ესპანურ კლუბ "სასკო ბასკონიას" შორის დაიდო.

აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო გამოშვება "20:30" ავრცელებს, რომელიც შენგელიას კომენტარსაც აქვეყნებს: "ამ კონტრაქტის ირგვლივ დაისვა უამრავი შეკითხვა და ბუნებრივია, სამართალდამცველებსაც გაუჩნდებოდათ შეკითხვები. ვიცი, რომ ამ ესპანურ კონტრაქტთან დაკავშირებით ვარ დაბარებული. რასაც მკითხავენ და რაც ვიცი, რა თქმა უნდა, ვუპასუხებ. მეტი არაფერი არ ვიცი. თვითონ დამიბარეს და მოვედი".

წყარო: 2030.news
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული