თორნიკე შენგელია: თვალს ვეღარ დავხუჭავ - ეს არის უპატივცემულობა კალათბურთის მიმართ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ლაბორალ კუჩას" მოთამაშე თორნიკე შენგელია კალათბურთის ფედერაციაში 3 თვის წინ მომხდარ სკანდალს "ფეისბუქზე" კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

- მიხეილ გაბრიჩიძე: სინამდვილეში მათ ფედერაციის სათავეში მოსვლა სურთ
- კახა შენგელია: კალათბურთის ფედერაცია 6,5 მლნ ლარს არამიზნობრივად ხარჯავს!

"მოგესალმებით. შეგნებულად გაკეთებული დიდ-ხნიანი პაუზის შემდეგ, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო და ხაზი გავუსვა ჩემს პოზიციას მამაჩემ კახა შენგელიასა და კალათბურთის ფედერაციას შორის მომხდართან დაკავშირებით. მეც და მამაჩემმაც შეგნებულად შევიკავეთ თავი, რომ გაგვეკეთებინა ნებისმიერი სახის განცხადება ამ პერიოდში, რადგან არ გვინდოდა ეს
1%ით მაინც შეხებოდა უარყოფითად საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს და ოდნავ მაინც ხელი შეეშალა ჩვენი გუნდის მიზნის მისაღწევად!

კალათბურთის ფედერაციის მიერ უსამართლო ქმედებების გამო, კალათბურთის და კახა შენგელიას მიმართ, მე თვალს ვეღარ დავხუჭავ და ვიტყვი, იმას რომ ეს არის უპატივცემულობა კალათბურთის მიმართ და ცილისწამება კახა შენგელიას მიმართ, რაც მათ გააკეთეს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ მალე ყველაფერს ფარდა აეხდება და სიმართლე გაიმარჯვებს, სიმართლე, რომელიც ჭირდება საქართველოს საკალათბურთო საზოგადოებას და საქართველოს!", - წერს შენგელია.
მკითხველის კომენტარები / 36 /
რა ხდება, კახა შენგელიას მოუნდა ფედერაციის პრეზიდენტობა? წიგნი მაინც ქონდეს წაკითხული. ძლივს დაეწყო ყველაფერი, ყველაზე წარმატებული სახეობაა. ახლა აწყობილზე მოუნდა მოჯდომა. ვინ აქეზებს ნეტა. მოკლედ, ყველაფრის არევა სურთ!!! დაანებეთ თავი სპორტს. თორნიკემ კიდევ, ითამაშოს, თუ შეუძლია და ნუ იბოღმება, მის გარეშე რომ უკეთესად ითამაშეს ბიჭებმა.
გიო
20:12 22-09-2016
0
იმაზე რატო არ თქვა არაფერი თავის დროზე როგორ მოვიდა კახა შენგელია და გაბრიჭიძე ფედერაციის სათავეში?? როგორი არჩევნები ჩატარდა მაგაზე ხმას რატო არ იღებდა?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული