ქორქია-საკანდელიძის მემორიალი: "დინამო" და "სოხუმი"... "დინამო" თუ "სოხუმი"

AutoSharing Option
ლეგენდარული კალათბურთელების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი აქამდე ყოველთვის იანვარში იმართებოდა, წლეულს კი დეკემბერში გადმოიტანეს და გუნდებიც შეჯიბრებას სათანადო ფორმაში შეხვდნენ, რადგან სუპერლიგის პირველი წრე ახლახან დასრულდა.

ვინაიდან მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო, რეგიონების გუნდები, "ბათუმი" და "ქუთაისი" არ ჩამოვიდნენ. შეჯიბრებას ასევე გამოაკლდა "მაქაბი".

მონაწილეები ორ ჯგუფად გაიყვნენ და თითოდან საუკეთესომ ავტომატურად მიიღო ფინალის საგზური. ესენი არიან "დინამო" და "სოხუმი". 2013 წელს ერთი შეკითხვაღა რჩება: ვინ მოიგებს მემორიალს, "დინამო" თუ "სოხუმი"?

A ჯგუფი
20 დეკემბერი
რუსთავი-დინამო 62:88
13:17, 11:26, 16:23, 22:22
რუსთავი: მაჭავარიანი (7ქ, 3ჩ), გ. არაბული, არწივიძე, ხმელიძე (4ქ), აბაიშვილი (13ქ), ჩაჩანიძე (2ქ, 3პ), ყველაშვილი (4ქ), ჯ. არაბული, გუგავა (2ქ), გაგნიძე, მაისურაძე (4ქ, 6მ), ათუაშვილი (26ქ, 13მ, 2დ).
დინამო: გამყრელიძე (10ქ, 5პ), ს. ლეჟავა, კარტერი (21ქ, 8მ, 3პ, 4ჩ), ბ. ლეჟავა (6ქ), ვახანია (2ქ), ლილუაშვილი (4ქ, 7პ), მილოშევიჩი (12ქ, 5მ), პეშიჩი (17ქ, 7მ, 3პ), ჭოჭუა (10ქ, 4პ), ანთაძე (4ქ, 6მ), ორმოცაძე (2ქ).

21 დეკემბერი
რუსთავი-შსს აკადემია 69:57
16:14, 21:9, 16:13, 16:21
რუსთავი: მაჭავარიანი (2ქ), გ. არაბული (6მ), არწივიძე (3პ), ხმელიძე (16ქ, 5მ), აბაიშვილი (5ქ, 5პ), ჩაჩანიძე (2ქ), ალხანაიძე (2ქ), ჯ. არაბული (2ქ), გუგავა (9ქ, 9მ), გაგნიძე, მაისურაძე (7ქ), ათუაშვილი (24ქ, 16მ).
შსს აკადემია: ქიტოშვილი (4ქ), გოგალაძე (4ქ, 3პ), გუგეშაშვილი (6ქ, 3ჩ), კვანტალიანი (11ქ, 7მ, 3პ, 3ჩ), მირზიაშვილი (12ქ, 10მ), ლოლიშვილი (4ქ, 6მ), გელაზონია (11ქ, 5მ, 3ჩ), დ. როგავა, გორდულაძე (5ქ, 3ჩ), ლორთქიფანიძე.

22 დეკემბერი
დინამო-შსს აკადემია 91:59
20:11, 28:13, 18:17, 25:18
დინამო: გამყრელიძე (2ქ, 7პ), ს. ლეჟავა (4ქ), კარტერი (12ქ), ბ. ლეჟავა (2ქ, 4პ), ვახანია (4ქ, 4პ), ლილუაშვილი (5ქ), მილოშევიჩი (16ქ 11მ, 4პ), პეშიჩი (14ქ, 6მ), ჭოჭუა (19ქ, 7მ), ანთაძე, ორმოცაძე (9ქ, 3პ).
შსს აკადემია: ქიტოშვილი, გოგალაძე (6ქ), გუგეშაშვილი (3ქ), მირზიაშვილი (4ქ, 7მ), ლოლიშვილი, ხეთაგური (2ქ), გელაზონია (16ქ, 8მ, 4პ), დ. როგავა (2ქ), გორდულაძე (14ქ), ლორთქიფანიძე (12ქ).

ა გ თ მ წ ქ
1. დინამო 2 2 0 4
2. რუსთავი 2 1 1 3
3. შსს აკადემია 2 0 2 2

"შსს აკადემიას" მწვრთნელებმა ძირითადი გუნდის დასვენება გადაწყვიტეს, საქართველოს თასისთვის ვემზადებითო. ამიტომ მემორიალზე გუნდი, ძირითადად, თინეიჯერებით დაკომპლექტდა.

კალათბურთელებმა თავი დადებითი კუთხით დაგვამახსოვრეს, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ვერც მათ შეძლეს და ვერც "რუსთავმა".

ამაო გამოდგა ქვემოქართლელი სერგო ათუაშვილის მონდომება, რომელმაც 26 ქულას 13 მოხსნა მიამატა - "დინამომ" "რუსთავი" პირველივე ტურში დაამარცხა და საბოლოოდ ფინალის საგზურიც მოიპოვა.

რუსთაველებთან შეხვედრაში თბილისელთაგან ქულაუხვობით ქიენ კარტერი გამოირჩა - 21 ქულა, 8 მოხსნა.

B ჯგუფი
20 დეკემბერი
ოლიმპი-არმია 52:73
16:12, 10:24, 14:22, 12:15
ოლიმპი: გულისაბედაშვილი (11ქ), ბაქრაძე, მიქელაძე (3ქ, 5მ), გოგოძე (4ქ), ხანიაშვილი (3ქ), თენიეშვილი (10ქ, 6მ), ათანელიშვილი (5ქ, 10მ), ფხაკაძე, ხიზანიშვილი (14ქ), ლომიძე (2ქ).
არმია: ბაბიაშვილი (6ქ, 5მ), ბოისა (5ქ, 3პ), ბერიშვილი (10ქ, 6მ), კვიმსაძე (2ქ, 3პ), ჯგერენაია (16ქ, 3დ), წივწივაძე (7ქ, 6პ), ტუჯანი (7ქ, 5პ), შარაბიძე (11ქ, 5მ), კვეტენაძე, ჩაჩიბაია (9ქ).

21 დეკემბერი
სოხუმი-ოლიმპი 81:72
25:15, 17:17, 25:17, 14:23
სოხუმი: ივანიჩი (13ქ), გოლეთიანი, ჩლაიძე (13ქ, 3ჩ), კოპალიანი, შვანგირაძე, გაბისონია, ბააკაშვილი (14ქ), ქადარია (5ქ), საიმონსი (20ქ, 11მ, 3პ, 3ჩ, 3დ), დეკანოიძე, ბექაური (7ქ), ჯექსონი (9ქ, 8მ, 5პ).
ოლიმპი: გულისაბედაშვილი (12ქ, 3პ, 3ჩ), ნადირაძე, ბაქრაძე, მიქელაძე (3ქ, 5მ, 7პ), თავართქილაძე, გოგოძე (5ქ), ხანიაშვილი (10ქ), თენიეშვილი (7ქ, 7მ), ათანელიშვილი (12ქ), ფხაკაძე (2ქ), მათიაშვილი (20ქ, 9მ, 6პ, 3ჩ), ლომიძე (1ქ).

20 დეკემბერი
არმია-სოხუმი 58:68
11:10, 13:18, 22:19, 12:21
არმია: ბაბიაშვილი, ბოისა (3ქ, 3პ), ბერიშვილი (17ქ, 9მ), კვიმსაძე (11ქ), ჯგერენაია (11ქ, 12მ), წივწივაძე (8ქ), ტუჯანი (4ქ, 7მ), შარაბიძე (4ქ, 5მ), ჩაჩიბაია.
სოხუმი: ივანიჩი (6ქ, 3პ), ჩლაიძე (9ქ), შვანგირაძე (3ქ), ბააკაშვილი (2ქ), ქადარია (8ქ, 8მ), საიმონსი (9ქ, 13მ), ბექაური (2ქ), ჯექსონი (29ქ, 5პ).

წინასწარ ცხადი იყო, რომ ყველაფერი ჯგუფური ეტაპის მესამე დღეს უნდა გარკვეულიყო, რადგან ბოლო ტურში ერთმანეთს მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდები, "სოხუმი" და "არმია" ხვდებოდნენ. სუპერლიგის მეცხრე ტურში სოხუმელებმა არმიელებს დიდი სხვაობით სძლიეს.

ამჯერად შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ვაჟა კვარაცხელიას შეგირდებმა ბოლოსღა მოიპოვეს მცირე უპირატესობა, რაც თამაშის მოგების საწინდარი გახდა.

"სოხუმის" წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით მეფარეებს, რომლებმაც დაცვაში კარგად იმუშავეს, თუმცა გადამწყვეტი მაინც ჯოშუა ჯექსონის სიზუსტე აღმოჩნდა, რომელმაც შეხვედრა 29 ქულით დაასრულა.

რაც შეეხება "ოლიმპს", აღსანიშნავია, რომ სწორედ მემორიალზე გაუვიდა დისკვალიფიკაციის ვადა რიჩარდ მათიაშვილს და იგი გუნდს "სოხუმთან" შეხვედრაში სიუხვით დაუბრუნდა.

ა გ თ მ წ ქ
1. სოხუმი 2 2 0 4
2. არმია 2 1 1 3
3. ოლიმპი 2 0 2 2

24 დეკემბერი
სპორტკომპლექსი არენა
V ადგილისთვის
13:00 შსს აკადემია-ოლიმპი

III ადგილისთვის
15:00 არმია-რუსთავი

ფინალი
17:00 დინამო-სოხუმი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული