დინამო-სოხუმი 85:59 - საქართველოს თასის მფლობელი "დინამოა"!

AutoSharing Option
დღეს, 23 აპრილს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში კალათბურთში საქართველოს თასის ფინალი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც თბილისის "დინამო" გახდა.

ფინალში თბილისელები "სოხუმს" დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 85-59 დაამარცხეს.

თბილისელებს 17 ქულით მაქსიმ კოვაჩევიჩმა ულიდერა, რომელსაც კოტე მახარაძის სახელობის თასი გადაეცა, გიორგი შარაბიძემ კი ორმაგი დუბლი გაიფორმა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

პირველად დამოუკიდებელი კალათბურთის ისტორიაში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გამარჯვებული გუნდი 50 000 ლარით დააჯილდოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული