ქორქია-საკანდელიძის მემორიალი 2017: ფინალისტები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალზე მესამე ტურის მატჩები გაიმართა. ტურნირზე მოვლენები საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა და ფინალისტების ვინაობა მხოლოდ ბოლო ტურში გაირკვა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "ქუთაისი" და პირველი ლიგის ბინადარი "არენა" დაუპირისპირდებიან. ფინალი 18 იანვარს ქუთაისის სპორტის სასახლეში, 14:00 საათზე დაიწყება.

16 იანვარს, B ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "მგზავრები" და "არენა" დაუპირისპირდნენ. ანატოლი ბერიშვილის გუნდს ორივე შეხვედრა მოგებული ჰქონდა და ფინალში გასვლის კარგი შანსი გააჩნდა, მაგრამ უიმედოდ პირველი ლიგის ბინადარი "არენაც" არ იყო, რომელმაც
წინა ტურში სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერ "რუსთავთან" სენსაციური გამარჯვება მოიპოვა (81:72).

შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა, განსაკუთრებით, მისი ბოლო წამები, როცა გაირკვა კიდეც გამარჯვებულის ბედი.

მატჩის დასრულებამდე 3.33 წუთით ადრე "მგზავრები" 6 ქულით იყო წინ, მაგრამ "არენამ" ძალები მოიკრიბა, ლუისის, აბაიშვილისა და ალექსისის ზუსტი შეტევების შედეგად მეტოქეს 11:0 გაქცევა მოუწყო და მატჩის დასრულებამდე 41 წამით ადრე 5 ქულით დაწინაურდა - 78:83.

სირენამდე 26 წამით ადრე ანგარიში 81:85 იყო, როცა კერი ალენმა ზუსტი სამქულიანით "მგზავრები" თამაშში დააბრუნა და მატჩის გადარჩენის შანსი დაუტოვა. 18 წამი კიდევ იყო დარჩენილი სათამაშო, ბერიაშვილის შეგირდები მეტოქეზე შეგნებულად დაჯარიმდნენ, კონსტანტინე ბიწაძემ ორივე სროლა გამოიყენა და "არენას" ფინალში გამსვლელი გამარჯვება მოაპოვებინა.

მეორე ფინალისტის ვინაობა მოგვიანებით, "ქუთაისისა" და "სეუს" დაპირისპირებამ გამოავლინა. თავდაპირველად პირველლიგელებმა სენსაციურად დაიწყეს და 21:12 დაწინაურდნენ. პირველი ტაიმი მათი გამარჯვებით,  41:36 დასრულდა.

გადამწყვეტი მესამე პერიოდი და მეოთხე მეოთხედის დასაწყისი გამოდგა, როცა "ქუთაისმა" მეტოქეს 22:0 გაქცევა მოუწყო -70:50, ყველაზე დიდი სხვაობა კი 29 ქულა დაფიქსირდა - 81:52.

ტურნირის მასპინძლებმა შეხვედრა წყნარად მიიყვანეს გამარჯვებამდე და ფინალში "არენას" დაუპირისპირდებიან.

ქორქია-საკანდელიძის მემორიალი
A ჯგუფი
სეუ-ქუთაისი 61:84
21:12, 20:24, 9:27, 11:21
სეუ: ვილსონი (17ქ,7მ), გეინსი (7ქ,7მ), მაისურაძე (9ქ), მათიაშვილი (17ქ,8მ), ჯანხოთელი (4ქ), ცირეკიძე (2ქ), ტუკვაძე, ალიევი (2ქ), ცხოვრებოვი (3ქ), გიორგაძე, კოღუაშვილი
ქუთაისი: ცეკვავა (17ქ), ფაშაევი (7ქ), ცინცაძე (14ქ,6ქ), ლომოური (27ქ,9მ), ტუბაკი (4ქ), ჭეიშვილი, წივწივაძე, ქადარია (4ქ,7მ), გ.ბარბაქაძე 95ქ,6მ), ბექაური (6ქ,10მ)

სოხუმი-წყალტუბო 109:97
20:27, 35:21, 27:23, 27:26
სოხუმი: კვენეტაძე (12ქ,8მ), ტომარაძე (21ქ,7პ), ბულიავა (42ქ), ტიშენკო (2ქ), ზაბირჩენკო (3ქ), ბერუაშვილი (7ქ), ზაქრაძე (6ქ), ჯგერენაია (16ქ,7მ), ჩხიტუნიძე
წყალტუბო: ბლექმონი (13ქ, 6მ), სვირიდოვი (22ქ,19მ), არუთინოვი (2ქ), ვილიამსი (34ქ,6მ), კუჭავა (12ქ), დ.დვალიშვილი (2ქ), გვენეტაძე (2ქ), კანდელაკი (4ქ), ფაჩუაშვილი (3ქ), აფხაძე (2ქ).

B ჯგუფი
მგზავრები-არენა 84:87
20:24, 32:20, 12:15, 20:28
მგზავრები: ფხაკაძე (16ქ), ალენი (19ქ), ცირეკიძე (2ქ), რენსონი (27ქ,6მ), მერფი (11ქ,16მ), ლომინაშვილი (4ქ), ტურძელაძე, ქავთარაძე, ტეილორი (5ქ)
არენა: ლუისი (20ქ,6მ,9პ), ბიწაძე (9ქ,10მ), ალექსისი (25ქ,9მ), რიხლიუკი (17ქ,10მ), აბაიშვილი (14ქ,6პ), ჩაჩიბაია (2ქ), მეგენეიშვილი

კაკტუსი-რუსთავი 74:70
21:18, 11:21, 20:13, 22:18
კაკტუსი: ჩიქვილაძე (11ქ), ჩლაიძე (5ქ), ბრიჯმენი (16ქ,15მ), ბააკაშვილი (4ქ), ფლოვიესი (14ქ,14მ), უაითი (11ქ), ლოლიშვილი, დ.ლომიძე (13ქ)
რუსთავი: ჩარლი (9ქ,9პ), ჩაჩანიძე (21ქ), ათუაშვილი (6ქ), კასპერბერგი (11ქ), სპანოლო (8ქ), ხმელიძე (2ქ), ქიტოშვილი, ლორთქიფანიძე (2ქ), გუგავა, ჩემიაკინი (11ქ,7მ)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული