"თსსუ"-"რუსთავი" 89:76
21:22, 17:19, 27:14, 24:21
თსსუ: ბაქრაძე (14), ტომარაძე (21), ჩიკვილაძე (11), კვეტენაძე (9), ყველაშვილი (2), ბექაური (10), პირველაშვილი (12ქ, 10მ), აბაიშვილი (4), ჭოჭუა, შვანგირაძე (5), ფერიაშვილი (1)
რუსთავი: მაჭავარიანი (19), გ. არაბული, გ. ბერუაშვილი (2), არწივიძე (10ქ, 13პ), თვარაძე, ბააკაშვილი (3), ჩაჩანიძე (8), ჯ. არაბული, ხმელიძე (15), კოპალიანი (12), გუგავა (7)
მსაჯები: დავით ბერიშვილი, ხათუნა გაბედავა
კომისარი: როლანდ გელოვანი
პირველი ტურის მეორე მატჩში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (თსსუ) და
ორივე კლუბმა სეზონებს შორის პერიოდში დიდი ცვლილებები განიცადა. საბოლოოდ ორივე მათგანი ახალგაზრულ გუნდად ჩამოყალიბდა და დღევანდელი მათი შერკინებაც საკმაოდ საინტერესო გამოდგა.
ეს უფრო პირველ ტაიმზე ითქმის, როცა რუსთაველები ტოლს არაფერში უდებდნენ "მედიკოსებს" და მცირედით, მაგრამ მაინც წინ იყვნენ. ქვემოქართლელებმა პირველი მეოთხედი 22:21 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის კი 3 ქულით დაწინაურდნენ - 41:38. კარგად ირჯებოდა რუსთაველთა უკანახაზელი დავით მაჭავარიანი, რომელსაც მხარს კარგად უბავდა ლევან ხმელიძე, გელა კოპალიანი, დავით არწივიძე.
დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე სულ სხვა თამაში გაჩაღდა, რაც "თსსუ"-ს გუნდის წევრთა გააზრებული მოქმედების გამო მოხდა. "მედიკოსებმა" თამაში დაალაგეს, რაც მყარ დაცვასა და სწრაფ კონტრშეტევებში გამოისახა. გამოსარჩევია კოკა ტომარაძის შედეგიანი თამაში, რომელიც საშუალო მანძილიდან შეუდარებლად ისროდა. საბოლოო ჯამში მან 21 ქულას მოუყარა თავი (10-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი). საერთოდ, ათქულიან ზღვარს თსსუ-ს ხუთმა კალათბურთელმა მიაღწია - ბაქრაძემ, ტომარაძემ, ჩიკვილაძემ, პირველაშვილმა და ბექაურმა.
პირველი ტურის ბოლო მატჩი დღეს 15 საათზე დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს A ჯგუფის წარმომადგენლები - "თსუ" და "სტუ" ერთმანეთს სტუდენტურ დერბიში შეხვდებიან.
gbf.ge