გადახედეთ სატურნირო მდგომარეობას და თავადაც დარწმუნდებით, რაოდენ მნიშვნელოვანია ამ შეხვედრის მოგება როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდისთვის. ჯგუფში პირველი ადგილი თითქმის გარანტირებული აქვს "ბეშიქთაშს". მეორე საგზურისთვის კი პრეტენზიას სწორედ ჰოლანდიისა და საქართველოს ჩემპიონები აცხადებენ.
დღეს, სპორტის სასახლეში მისული გულშემატკივარი ნამდვილად არ ინანებს, რადგან სხვადასხვა სტილისა და სხვადასხვა პლიუსების მქონე გუნდების საინტერესო პაექრობას იხილავს.
მაგალითად "ლეიდენი" დაცვაზე ორიენტირებული გუნდია, არ ჰყავს გამოკვეთილი ცენტრი (ისეთი, როგორც "ბეშიქთაშსა" და "არმიას") და აქცენტს
არმიელთა პლიუსი კი შეტევაა - კოტე ტუღუშს გუნდში კარგი სნაიპერები ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ როგორც მაღალ ტემპში, ასევე პოზიციურად გააზრებული თამაში.
***
დანარჩენს მწვრთნელებისგან შევიტყობთ. ჯერ მასპინძელთა თავკაც კოტე ტუღუშს მოვუსმინოთ, რომელიც ოპტიმისტურადაა განწყობილი:
- "ლეიდენის" შესახებ საკმარის ინფორმაციას ვფლობთ. შედეგებიც ადასტურებს, რომ ძლიერი გუნდია - გასულ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა, ხოლო სადღეისოდ 7 მატჩში 5 მოგება აქვს. "ლეიდენმა" ევროჩელენჯზე "ბეშიქთაშთან" შინ დამარცხების შემდეგ "გოტინგენს" გერმანიაში სძლია. ჰოლანდიელები საქართველოშიც მოსაგებად ჩამოვიდნენ, მაგრამ არაფრის დათმობას ვაპირებთ. "არმიასაც" აქვს თავისი პლუსები როგორც ტაქტიკურად ასევე მოედნის მიღმა - მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი.
- "ლეიდენს" წინა ხაზში გამორჩეული სიმაღლის არავინ ჰყავს. ეს საქმეს ხომ არ გაართულებს?
- ფარქვეშ ძირითადად ბოქსლი, შეპარდი და კენედი თამაშობენ. ძალიან მოძრავი წინა ხაზია, სამწამიანი ზონის გარედანაც ზუსტად სროლა შეუძლიათ. თუმცა, ამისთვის მზად ვართ.
- მეტოქის შემადგენლობაში გამოკვეთილი ლიდერი არ არის.
- მხოლოდ ორი კალათბურთელი თამაშობს საშუალოდ 30 წუთზე მეტს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოლანდიის ჩემპიონი გუნდურ კალათბურთს უჩვენებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ "ლეიდენი" დაცვაშიც გამორჩეულია.
- "გოტინგენი"-"ლეიდენის" შეხვედრა თუ ნახეთ?
- დიახ.
- რის ხარჯზე მოიგეს ჰოლანდიელებმა?
- გერმანელებს აშკარად აჯობეს. "გოტინგენმა" შინ გაცილებით სუსტად ითამაშა ვიდრე თბილისში.
***
გუშინ, საღამოს 8 საათზე "არმიამ" ვარჯიში რომ დაასრულა, მოედანზე ჰოლანდიური გუნდი გამოვიდა. მისმა მწვრთნელმა ტონ ვან ჰელფტერენმა თითოეული ჟურნალისტის კითხვას თავაზიანად უპასუხა.
- ორი ტურის შემდეგ ჯგუფში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - "ბეშიქთაში", რომელსაც მომდევნო ეტაპზე გასვლის ყველაზე უკეთესი შანსი აქვს; მეორე ადგილისთვის, ალბათ, "ლეიდენი" და "არმია" იბრძოლებენ; თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორი წაგების მიუხედავად ჯგუფიდან გასვლის შანსი "გოტინგენსაც" აქვს.
- "არმიასთან" მატჩზე რას იტყვით?
- პირველ შეხვედრას თბილისის დარბაზში უამრავი გულშემატკივარი დაესწრო. ეს ნებისმიერი მასპინძლისთვის ბევრს ნიშნავს და "არმიას" უპირატესობასაც მისცემს, თუმცა საქართველოში ჩვენც მომზადებულები ჩამოვედით. ვნახეთ თქვენი გუნდის მონაწილეობით გამართული ორივე შეხვედრა და ვიცით რას უნდა ველოდოთ მასპინძლებისგან.
- წინა მატჩების მიხედვით რომელმა არმიელმა დატოვა ყველაზე კარგი შთაბეჭდილება?
- შესანიშნავი მსროლელები გყავთ - რიჩარდსონი და დიასი. გეინსის შესახებ ახალს ვერაფერს ვიტყვი. თუ მაინც ერთი საუკეთესოს დასახელებას მთხოვთ, ვიტყოდი - ყველაზე სასარგებლო ტომასია.
- "გოტინგენმა" თბილისში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამიტომ, ჩვენთვის სიურპრიზი იყო "ლეიდენის" გერმანიაში გამარჯვება.
- წარმატების საიდუმლო მარტივია - "გოტინგენთან" მატჩს მაქსიმალურად მობილიზებულები შევხვდით. პირველივე წუთებიდან მოვიპოვეთ უპირატესობა, რომელიც სტაბილური თამაშით ბოლომდე შევინარჩუნეთ. გერმანიაში დაცვაში ჩავარდნა არ გვქონია, ჰოლანდიის ჩემპიონატში კი კალათბურთელები ზოგჯერ ყურადღებას ადუნებენ.
ლეიდენი
მოთამაშე სმ ამპლუა დაბ.თარ. მოქ.
5. ტომას ჯექსონი 175 უკანახაზელი 1980 აშშ
21. სიმუს ბოქსლი 201 ფორვარდი 1982 აშშ
15. ჯევონ შეპარდი 196 ფორვარდი 1986 კანადა
4. არვინ სლაგთერი 190 უკანახაზელი 1985 ჰოლანდია
7. გაბრიელ კენედი 205 ფორვარდი 1981 აშშ
14. შონ კანინგემი 1988 უკანახაზელი 1986 აშშ/ჰოლანდია
8. ტერენს რობინსონი 186 უკანახაზელი 1990 სურინამი/ჰოლანდია
11. მოჰამედ კერაზი 200 ფორვარდი 1990 მაროკო/ჰოლანდია
6. ვორსი დე იონგი 194 უკანახაზელი 1988 ჰოლანდია
10. დეივ კონრადი 198 ფორვარდი 1989 ჰოლანდია
13. პატრიკ ჰილიმანი 206 ცენტრი 1982 ჰოლანდია
9. ტერი სასი 197 ფორვარდი 1986 ჰოლანდია
მწვრთნელი: ტონი ვან ჰელფტერენი
საშუალო სიმაღლე: 194.6 სმ.
საშუალო ასაკი: 25.6 წელი.
I ტური
არმია-გოტინგენი 82:76
ლეიდენი-ბეშიქთაში 58:86
II ტური
ბეშიქთაში-არმია 103:82
გიოტინგენი-ლეიდენი 71:80
B ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბეშიქთაში 2 2 0 189/140 4
2. არმია 2 1 1 164/179 3
3. ლეიდენი 2 1 1 138/157 3
4. გოტინგენი 2 0 2 147/162 2
ევროჩელენჯი. არმია-ლეიდენი. 18:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"