"არმიამ" "ლეიდენს" მოუგო

AutoSharing Option
კალათბურთში ევროჩელენჯის B ჯგუფის მე-3 ტურის შეხვედრაში, თბილისის სპორტის სასახლეში ადგილობრივმა "არმიამ" ჰოლანდიის "ლეიდენი" 74:71 დაამარცხა. პირველი ტაიმი "არმიამ"  36:37 დათმო.

მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი სანდიეტა გეინსი იყო, რომელმაც 20 ქულა დააგროვა, ფარიდან ბურთი 4-ჯერ მოხსნა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა. ჰოლანდიელთა შორის შედეგიანობით გებრიელ კენედი გამოირჩა, რომელმაც 13 ქულა და 4 ჩაჭრა მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული