არმიელთა ყველა საშინაო მატჩი 18 საათზე დაიწყო, ეს შეხვედრა კი 20:30 საათზე გაიმართება. გაგახსენებთ "შსს აკადემიას" მწვრთნელის, გიორგიოს კეცელიდისის მოწოდებას - დარბაზში ყველამ ახლობელ-ნათესავები მივიყვანოთ, მხარი დავუჭიროთ "არმიას", რათა ფიბა-ევროპას დავანახოთ, რომ საქართველოში კალათბურთი ძალიან უყვართო.
სატურნირო სიტუაციას თუ გადავხედავთ, "ანტვერპენს", "ტელეკომსა" და "ჰაპოელს" მომდევნო ეტაპზე გასვლის თითქმის თანაბარი შანსი აქვთ, ჩვენს გუნდს კი ბოლო ტურის მატჩში ერთი მიზანი ექნება - კარის გაჯახუნება.
გერმანელთა ძლევა რეალური
დაველოდოთ მატჩს და ვნახოთ, როგორ გაიხურავს კარს "არმია", ხმაურიანად თუ...
ევროჩელენჯი. თბილისი, სპორტის სასახლე. არმია-ტელეკომი, 20:30
ა | გუნდი | თ | მ | წ | ბ | ქ |
1 | ჰაპოელი | 5 | 4 | 1 | 404/360 | 9 |
2 | ანტვერპენი | 5 | 3 | 2 | 385/372 | 8 |
3 | ტელეკომი | 5 | 3 | 2 | 389/378 | 8 |
4 | არმია | 5 | 0 | 5 | 337/405 | 5 |
11 დეკემბერი
20:30 არმია-ტელეკომი (გერმანია)
23:30 ანტვერპენი (ბელგია)-ჰაპოელი (ისრაელი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ანტვერპენი-არმია 87:54 - დაგვრჩა "ბონი"
არმია-ჰოლონი 72:79 - ჰაპოელმა ევროპიდან ჩამოგვხსნა
ტელეკომი-არმია 75:71 - გავდივართ მომსახურების ზონიდან
არმია-ანტვერპენი 71:80 - ვერ შევწვდით; არადა, გიგანტები არც ბელგიელები იყვნენ
ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69 - ევროპა საქართველოსთვის ცუდად დაიწყო