გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება სლოვენიაში, ევრობასკეტ 2013-ზე, რომელზეც იასპარეზებს საქართველოს ეროვნული ნაკრები.
12 ივნისს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" მზიურში გადაიღო საანონსე რგოლი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ნაკრების წევრებმაც: თორნიკე შენგელიამ, ანატოლი ბოისამ და ბექა ჩიკვილაძემ.
მათ ყველა მსურველს ტურნირში აქტიური ჩართვისა და მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
ტურნირის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება 15 ივნისიდან.
superleague.ge