2002-წლამდელთა მინი-საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყო

AutoSharing Option
18 ივნისს დასრულებული 2001-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ 20 ივნისს 1 წლით უმცროსთა პირველობა დაიწყო.

2002-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები 53-ე საშუალო სკოლისა და საკალათბურთო აკადემიის დარბაზში იმართება. 15 გუნდი 3 ჯგუფშია განაწილებული. 1 წრის შემდეგ გამოვლინდება 8 საუკეთესო, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. პლეი ოფის საგზურს თითო ჯგუფის 2-2 საუკეთესო, პლუს 2 უმჯობესი მესამეადგილოსანი მოიპოვებს.

პირველი ტურის 6 მატჩი 20 ივნისს, 53-ე სკოლის დარბაზში გაიმართა. მცირე გამონაკლისის გარდა, საინტერესო და დაძაბული ბრძოლები გაიმართა. 11 ივნისს დასრულებული თბილისის 2002-წლიანთა ფესტივალის ფინალისტი "დინამო" "ბათუმთან" დამარცხდა.
ბოლო მეოთხედში ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა აჭარლებმა მოახერხეს და ბოლო წუთებზე გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობით გამარჯვებას მიაღწიეს.

ბრძოლა იყო "ქუთაისისა" და TBC-ის მატჩშიც, რომელიც იმერულმა კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში 27:21 მოიგო. "რუსთავი 2"-მა 23:28 წააგო "აკადემია 2"-თან, ხოლო რუსთაველთა პირველმა გუნდმა "ალბიონი" 53:8 გაანადგურა.

მეორე ტურის მატჩები საკალათბურთო აკადემიაში 21 ივნისს გაიმართება.

20 ივნისი. 53-ე სკოლა

გორი-ვესტა 30:25 (10:7, 3:5, 8:7, 7:6)
გორი: ვ. თავაქარაშვილი (12)
ვესტა: ა. დარასელია (16)

რუსთავი 2-აკადემია 2 23:28 (6:10, 2:6, 4:7, 11:5)
რუსთავი 2: ნ. გიგაური (8)
აკადემია 2: ნ. სეხნიაძე (10), ჯ. თოფაძე (10)

ქუთაისი-TBC 27:21 (7:3, 6:3, 7:10, 7:5)
ქუთაისი: დ. კაპანაძე (8)
TBC: ლ. ქუტიძე (9)

რუსთავი 1-ალბიონი 53:8 (8:0, 17:2, 12:4,13:2)
რუსთავი 1: ზ. ვაშაკიძე (10)
ალბიონი: კ. ჭიჭვეიშვილი (10)

ოვერტაიმი-მართვე 26:13 (10:5, 14:3, 0:3, 2:2)
ოვერტაიმი: ოთხმეზური (11)
ლ. რაზმაძე (6)

ბათუმი-დინამო 49:38 (18:11, 6:12, 8:5, 17:10)
ბათუმი: ლ. ლოლიძე (18)
დინამო: დ. გელოვანი (16)

Sportall.Ge

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული