"რამდენიმე ობიექტური მიზეზის გამო ევროჩელენჯისთვის ვერ ვასწრებთ ზოგიერთი საორგანიზაციო და სათამაშო სპორტული საკითხების მომზადებას მაღალ დონეზე, რომელმაც უნდა განაპირობოს ჩვენი კლუბის წარმატებული ასპარეზობა ამ ევროტურნირში.
ამიტომ 2013-14 წლების სეზონზე ვერ ვახერხებთ ევროჩელენჯის ტურნირში მონაწილეობას და გთხოვთ, შეატყობინოთ ამის შესახებ ფიბა-ს".
25 ივნისს საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ აღნიშნული წერილის საფუძველზე, ოფიციალურად მიმართა ფიბა-ევროპას ევროჩელენჯის მონაწილეთა სიიდან საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" ამოღების შესახებ.
gbf.ge