ფინალური მატჩი ქუთაისელებმა "აკადემიას" მოუგეს. ეს უკანასკნელი კი 11 ივნისს დასრულებული თბილისის მინი-საკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებულია.
ქუთაისელებმა ისე მოიგეს ფინალი, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. პირველმა ოთხეულმა, რომელმაც საწყის მეოთხედში ითამაშა, აკადემიელებს 11:7 მოუგო. იმერულ კლუბს მთავარი კოზირი - ტანმაღალი ა. მერკვილაძე მეორე მეოთხედისთვის ჰყავდა შეგულებული და მოედანზე გამოსულმა ქუთაისელთა ცენტრმა თავის გუნდს ფარქვეშ ძალა შემატა. მეორე მეოთხედი იმერლებმა 15:11 მოიგეს და დიდი
მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა, ქუთაისელები მთელი ჟინით და შემართებით თამაშობდნენ. იმერლები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და უზომოდ გაიხარეს. აღსანიშნავია, რომ ქუთაისელთა ამ გუნდს აქამდე რაიმე ოფიციალურ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია და დებიუტი ჩინებული გამოუვიდა - პირველივე ცდაზე საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ფინალის შემდეგ მოეწყო დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც პრიზიორი გუნდები მედლებით, სიგელებით და საჩემპიონო თასით ვეტერანმა კალათბურთელებმა - ანტონ კაზანჯიანმა და ვალერი ლომიძემ დააჯილდოეს.
პლეი ოფში გასული ყველა გუნდიდან გამორჩეულ 2-2 მოთამაშეს კალათბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული ეროვნული ნაკრების წევრთა მაისურები და ფედერაციის მიერ გამოცემული სეზონის შემაჯამებელი ჟურნალები გადაეცათ.
ქუთაისი: ალექსი მერკვილაძე, მათე კაპანაძე
ჰიუნდაი: ოთარ ჭიჭინაძე, დავით გოგაძე
რუსთავი: დავით ჩხეიძე, გიორგი ოკრიბელაშვილი
თიბისი: ლუკა ქუტიძე, გიორგი საყვარელიძე
აკადემია: გაგა გოდერძიშვილი, ტერენს ქროული
კარდინალი: ლუკა ჩაჩანიძე, გეგე ჯანხოთელი
ოვერტაიმი: ნატალია ოთხმეზური, გიორგი გოლიაძე
დაჯილდოებას ვერ დაესწრნენ ბათუმის გამორჩეული მოთამაშეები - ლუკა ოჩხიკიძე და გიორგი დოლიძე.
27 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
ფინალი
აკადემია-ქუთაისი 36:48 (6:9, 11;15, 4:7, 15:17)
აკადემია: ტ. ქროული (12), გ. გოდერძიშვილი (10)
ქუთაისი: ა. მერკვილაძე (16), მ. კაპანაძე (8)
superleague.ge