ბექა ბურჯანაძის 8 წუთი და გამარჯვება "მონბუსთან"

AutoSharing Option
ესპანეთის პრიმერადივიზიონში გამარჯვება მოიპოვა ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა". სევილიელებმა "მონბუსს" უმასპინძლეს და 9 ქულის სხვაობით - 80:71 სძლიეს.

ქართველი ფორვარდი მოედანზე 8 წუთით გამოჩნდა და თითო ორქულიანი და სამიანი ააცილა.

ბურჯანაძის ანგარიშზე თითო მოხსნა და ჩაჭრა დაგროვდა. კახასოლელთგან 21 ქულით საუკეთსო ამერიკელი მარკუს ლენდრი გახლდათ, იან სასტრემ კი სევილიურ გუნდს 17 ქულა შესძინა.

7 მოგებითა და 8 წაგებით "კახასოლი" 18-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზეა. მორიგ ტურში, 18 იანვარს, სევილიელები სტუმრად "ხუვენტუდს" შეხვდებიან.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული