გამოკითხვამ "ოლ სტარის" გუნდების ხუთეულები გამოავლინა. სულ კალათბურთელებმა გულშემატკივრებისგან 32 690 ხმა მიიღეს.
გუნდების დანარჩენ 7-7 წევრს მწვრთნელები 30 იანვარს, 14:00 საათზე, "თბილისი მოლში" გასამართ პრესკონფერენციაზე დაასახელებენ.
სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩი" 31 იანვარს გაიმართება. აქციას "თბილისი მოლი" უმასპინძლებს. საჩვენებელ მატჩთან ერთად, ჩატარდება კონკურსი სამქულიანების სროლებსა და ჩატენვებში. შოუს დაესწრებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი და ცნობილი ამერიკელი მწვრთნელი,
"ოლ სტარში" მოწინააღმდეგე გუნდები შემდეგი პრინციპით დაიყო - თბილისი VS რეგიონები. თბილისის გუნდს ირაკლი ხოშტარია (დინამო) და კოტე ტუღუში (შსს აკადემია) გაწვრთნიან, ხოლო რეგიონების გუნდის მწვრთნელები მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი) და მალხაზ კოხრეიძე (ქუთაისი) იქნებიან.
გულშემატკივარმა გამოკითხვის შედეგად გუნდებისთვის შემდეგი ხუთეულები შეარჩია:
წყარო: superleague.ge